ციყვი დიდ დიღომში

ციყვი დიდ დიღომშიუსაყვარლესი კუდფუმფულა ციყვი დიდ დიღომში შენიშნეს.
როგორც ჩანს, მას კამერასთან პოზირება კარგად გამოსდის.

დიდი დიღმის რომელ ადგილას დააფიქსირეს ციყვი, უცნობია, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებლებს ამ უსაყვარლეს ცხოველთან შეხვედრის შესაძლებლობა არაერთხელ ჰქონდათ, რადგან დიდი დიღმის სიმწვანეში მისი გამოჩენა არც ისე იშვიათია.