მთავარი » ფრინველები

კავკასიური როჭო

კავკასიური როჭო ენდემიკოსია. იგი უმთავრესად განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზემო ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახეულში ზღვის დონიდან 1800-2500 მეტრის სიმაღლეზე. მამალი როჭო მთლად შავი ხავერდოვანი ბუმბულითაა დაფარული. წითელი წარბები ამშვენებს მას, ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი აქვს. ტანი ლამაზი კუდით მთავრდება. დედალი როო რ რუხი ჟანგისფერია, გრძელი კუდით.

როჭო 10 კვერცხს დებს და 6-7 წიწილას ჩეკს.
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1543 | დაამატა: GEDLEsims | თარიღი: 2012-03-25 | კომენტარი (0)


კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus).

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, წონა 2 კგ. ფერად რუხია, წვრილი შავი და წითური ზოლები და კოპლები აქვს. გავრცელებულია კავკასიონის მთავარ ქედსა და მის განშტოებებზე ზღვის დონიდან 1800-4000 მეტრზე. მობინადრეა. კავკასიური შურთხი ბუდეს მიწაზე იკეთებს - ქვებში ან კლდეებშუა. დებს 8-10 მორუხო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ტუბერებით, აგრეთვე მწერებით. ზამთარში იკვებება ჯიხვების საბალახოზე (ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას, შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს საფრთხეს ატყობინე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1404 | დაამატა: GEDLEsims | თარიღი: 2012-03-25 | კომენტარი (0)


გნოლი ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები).
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1026 | დაამატა: GEDLEsims | თარიღი: 2012-03-25 | კომენტარი (0)

ოჯახი: კოდალისებრნი
გარეგნული აღწერილობა: სხეულის ზედა ნაწილი შავი ფერისააქვს, ორი დიდი თეთრი ლაქით. ქვედა მხარე თეთრიაქვს, კუდქვეშა ბუმბულები წითელი.
მდედრისაგან განსხვავებით მამრს ახასიათებს წითელი ლაქა კეფის ნაწლში. შეფერილობით ძალიან გავს სირიულ კოდალას, თუმცა, მისგან განსხვავებით შავი ზოლი, რომელიც ნისარტის ფუძის ქვედა ნაწილში იწყება, კეფამდე ადის. ორივე სქესის ახალგაზრდა ფრინველს ახასიათებს წითელი ზოლი თხემის არეში. კოდალისათვის ნიშნეულია მმოხრილი ბრჭყალები, რომლითაც ხის ქერქს ეჭიდება. ხის მტვერი რომარ ჩაისუნთქოს, ნესტოებზე ნაზი ბუმბული აქვს გადაზრდილი.
კვება: იკვებება მწერებითა და მათი ლარვებით, რომლებსაც ძლიერი ნისკარტით ხის ქერქიდან იღებს; ზამთარში - თესლებით, კენკრით და თხილით.
საბინადრო გარემო: გვხვდება როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 2290 | დაამატა: GEDLEsims | თარიღი: 2012-03-25 | კომენტარი (0)

RSS feed