როგორ დავიწყოთ ელექტრონული კომერცია 2023 წელს

როგორ დავიწყოთ ელექტრონული კომერცია 2023 წელს

 

დღესდღეობით ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ყოველწლიურად იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ რომ ონლაინ იყიდონ მათთვის სასურველი ნივთები და დრო დაზოგონ. 2023 წლისთვის ელექტრონული კომერციის ბიზნესის დაწყების შესაძლებლობები საკმაოდ დიდია, მაგრამ არის ასევე ბევრი გამოწვევებიც, რომლებიც მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ. ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯ-ნაბიჯ რისი გაკეთება მოგვიწევს იმისათვის რომ 2023-ში ელექტრონული კომერციის ბიზნესი დავიწყოთ.

 

  1. იპოვეთ თქვენი ნიშა და სამიზნე აუდიტორია

პირველი ნაბიჯი ელექტრონული კომერციის დასაწყებად არის თქვენი ნიშისა და სამიზნე აუდიტორიის პოვნა. თქვენი ნიშა გულისხმობს, რა არის თქვენი პროდუქტის თუ სერვისის კონკრეტული კატეგორია, რომელსაც თქვენ გაყიდით, ხოლო სამიზნე აუდიტორია გულისხმობს იმას თუ ვინ იქნებიან თქვენი პროდუქტის მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტად დაინტერესდებიან თქვენი პროდუქტით.

თქვენი ნიშის აღმოსაჩენად, დაიწყეთ მიმდინარე ტენდენციებისა და მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რა პრობლემას გადაუჭრის თქვენი პროდუქტი მომხმარებელს და რამდენად ღირებული იქნება ეს მათთვის. ამისათვის თქვენ გაქვთ საშუალება გამოიყენოთ სხვადასხვა ხელსაწყოები, როგორიც არის Google Trends, რომელიც გაძლევთ საშუალებას სრულიად უფასოდ ნახოთ თუ რას ეძებენ ადამიანები ყველაზე ხშირად საძიებო სისტემებში. Ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შესაძლოა მივიღოთ, თუ დავაკვირდებით სოციალური მედიაში მიმდინარე ტენდენციებს, თუ რაზე მსჯელობენ ადამიანები ყველაზე ხშირად და რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩავატაროთ ბაზრის კვლევა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ანალიზის საფუძველზე დავინახოთ თუ რომელი პროდუქტი ან სერვისი შესაძლოა იყოს მოთხოვნადი.

მას შემდეგ რაც დაადგენთ თქვენს ნიშას, შეეცადეთ რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია დაყოთ სხვადასხვა სეგმენტებად ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ასაკი, სქესი, შემოსავლის რაოდენობა, ინტერესები, მიზნები. სეგმენტაციას რაც უფრო კონკრეტულად ჩაატარებთ, მით უფრო ადვილი იქნება თქვენი პროდუქტისთვის ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციების შექმნა.

 

  1. აირჩიეთ პლატფორმა, სად განათავსებთ თქვენს ბიზნესს

მას შემდეგ რაც აირჩევთ თქვენს პროდუქტს და განსაზღვრავთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას, მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი თუ სად იქნება თქვენი ბიზნესი წარმოდგენილი. ამისათვის, არსებობს 2 გზა. პირველი გზა არის ის რომ შექმნათ საკუთარი ვებსაიტი და ისე დაიწყოთ ბიზნესი ან უკვე არსებულ მარკეტფლეისებზე განათავსოთ თქვენი პროდუქტი. ვებსაიტის ასაწყობად არსებობს რამდენიმე სისტემა რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში, დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული სისტემებია Wordpress, Shopify, WooCommerce, Magento და BigCommerce.

თითოეულ პლატფორმას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და თქვენ უნდა აირჩიოთ ის, რომელიც შეესაბამება თქვენს მიზნებსა და ბიუჯეტს. ამის დასადგენად განიხილეთ ისეთი ფაქტორები როგორებიცაა, გამოყენების სიმარტივე, გადახდის საშუალებები, სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრაცია.

 

  1. შექმენით ელექტორნული კომერციის მაღაზია

მას შემდეგ რაც შექმნით ვებსაიტს ან აირჩევთ მარკეტფლეისს, მნიშვნელოვანია რომ შექმნათ თქვენი ელექტრონული მაღაზია, ეს მოიცავს დიზაინზე მუშაობას, თუ როგორი იქნება თქვენი პროდუქციის სურათები, ან როგორ ფერებს გამოიყენებთ რომ თქვენი პროდუქცია წარმოაჩინოთ ონლაინ სივრცეში. თქვენი მაღაზია უნდა იყოს შესაბამისი თქვენი მომხმარებლების ინტერესებისა და სურვილებისა, ასევე არ უნდა ჰქონდეს პრობლემა სხვადასხვა დივაისებზე გახსნისას და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის უნდა იყოს ოპტიმიზირებული საძიებო სისტემებისათვის, რადგან მომხმარებლებმა ადვილად იპოვონ თქვენი პროდუქტი.

 

  1. პროდუქტის განთავსება

ახლა კი დრო მოვიდა განათავსოთ თქვენი პროდუქტი თქვენს ელექტრონულ მაღაზიაში. თქვენ შეგიძლიათ როგორც თქვენიც აწარმოოთ პროდუქტი, ასევე იყიდოთ სხვადასხვა საბითუმო მოვაჭრეებისგან და გადამზიდველებისგან.

პროდუქტების არჩევისას მიაქციეთ ყურადღება ისეთ ფაქტორებს როგორიცაა ხარისხი, ფასი და მიწოდების დრო. ასევე უნდა უზრუნველყოთ ისიც თუ რამდენად სანდოები და რეპუტაციულები იქნებიან თქვენი მომწოდებლები.

 

  1. ლოგისტიკა და მარაგების მართვა

ლოგისტიკა და მარაგების მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები ელექტონულ კომერციაში, თქვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი პროდუქციის შენახვა, შეფუთვა და მომხმარებელთან მიწოდება. თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე თუ რა რაოდენობის პროდუქტი უნდა იყიდოთ, ეს ყველაფერი უნდა დაადგინოთ იმის მიხედვით თუ როგორი მოთხოვნა ექნება კონკრეტულ პროდუქტს, ასევე მნიშვნელოვანია მათი დასაწყობება, არის პროდუქტები რომლებსაც შენახვის ვადები გააჩნიათ და თქვენ უნდა მოახერხოთ და ოპტიმალური რაოდენობა შეარჩიოთ რათა დანაკარგი არ განიცადოთ.

შეკვეთების შესრულება შეგიძლიათ განახორციელოთ  თქვენი ხარჯებით, ან შეუთანხმდეთ მესამე მხარის ლოგისტიკურ პროვაიდერებს, რომლებიც თქვენს პროდუქტს მიაწვდიან თქვენ მომხმარებლებს. ლოგისტიკური პროვაიდერების არჩევაში გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები, ფასი, საიმედოობა და მომხმარებელთა მომსახურება.

 

  1. მარკეტინგული კომუნიკაციების შექმნა

მარკეტინგი აუცილებელია თქვენი ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმატებისათვის. თქვენ ეფექტურად უნდა მიაწოდოთ თქვენი პროდუქტის ინფორმაცია თქვენს სამიზნე აუდიტორიას.

არსებობს რამდენიმე მარკეტინგული სტრატეგია რომელიც დაგეხმარებათ ამ წინაღობის დაძლევაში, ასეთებია საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO), სოციალური მედიის მარკეტინგი (Social Media Marketing), ელექტორნული ფოსტის მარკეტინგი (Email Marketing).

ასევე შეგიძლია გამოიყენოთ ინფლუენსერ მარკეტინგი, Affiliate მარკეტინგი და Pay Per Click Marketing (PPC).

მარკეტინგული კომუნიკაციების შექმნა არ არის ერთჯერადი პროცესი და მისი შესრულდება თქვენი ბიზნესის ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, თქვენ ყოველდღიურად თვალყური უნდა ადევნოთ თუ რა შედეგებს იღებთ თითოეული კამპანიიდან და უნდა გააანალიზოთ რამდენად არის მიმართული  ისინი თქვენს მიზნებთან.

როგორც უკვე ვახსენეთ, 2023 წელს ელექტრონული კომერციის ბიზნესის შექმნა საკმაოდ დიდი გამოწვევა არის და მოითხოვს სტრატეგიულად დაგეგმვას, კვლევას და მის შესრულებას. ამ ბლოგში აღწერილი ნაბიჯების დაცვით, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ელექტორნული კომერციის მაღაზია და გაყიდოთ თქვენი პროდუქტი ონლაინ.

 

გახსოვდეთ რომ უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების შესახებ იყავით საკმარისად მოქნილები, რათა არ გამოგრჩეთ და მოერგოთ ბაზრის ცვლილებებს შრომითა და თავდადებით.