მიშა გოგრიჭიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1990-იანი წლების დასაწყისში მისი ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში, დამთვალიერებელს ფერწერული მინიმალისტური, ნაივური ხელწერით დაამახსოვრა თავი. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეაზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების სერიები ყველაფერ ამერიკულზე. საქართველოში დაბრუნებული მიშა გოგრიჭიანი თანამშრომლობს „დედიკას გალერეასთან“ და მისი ნამუშევრები აქტიურად იფინება. 2010 წელს გაიხსნა მისი პირველი გამოფენა „მამაჩემის მონადირე ძაღლები“. ამას მოჰყვა გამოფენები: „ალპინისტის დღიური“ (2013), „სცადეთ კიდევ ერთხელ“ (2014), „პროცენტები“ არტისტერიუმის ფარგლებში (2015), „მხატვრის სახლი“ (2016), „კლასი/ბედნიერი ბავშვობა“ (2017 ), „თუ არ შეგიძლია ფრენა, ისწავლე ვარდნა“ (2018). 2019-2020 წლებში კი მიშა გოგრიჭიანი მონაწილეობდა „დედიკას გალერეაში“ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში სახელწოდებით „პერ ასპერა“ და „მიყვარს ყავა, მიყვარს ჩაი.“გარდა ამისა, ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა ედინბურგის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონისა და სხვა ქალაქების ჯგუფურსა თუ სოლო გამოფენებში.
სხვა ავტორები
ლორეტა შენგელია – საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), გრაფიკოსი, ფერმწერი. თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1966 წელს, სადაც გრაფიკის ხელოვნებას ეუფლებოდა ლადო გრიგოლიასა და სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. ლორეტა შენგელიას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული წიგნისა და ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. მის მიერ ილუსტრირებული „შუშანიკის წამება“ ამ ნაწარმოების ილუსტრაციებს…
დავით მელიქიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო პედაგოგიური სასწავლებელი. 1979-84 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1989 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალთან “ანო და ვანო”. გაფორმებული აქვს გარეკანი წიგნისათვის მარინა მამულაშვილის პროზა. მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, კერამიკასა და ასევე ფოტოსკულპტურაში. ხატავს ძირითადად პორტრეტებს, ასევე კომპოზიციებსა და…
ლუკა ლასარეიშვილი/ლუკა ლაზარი 1982 წლიდან როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი მხატვარი მონაწილეობს გალერეებსა და მუზეუმებში გამართულ მრავალ პერსონალურსა და ჯგუფურ გამოფენებში; მუშაობს სხვადასხვა მედიუმში: ფერწერა, ინსტალაცია, ობიექტი და ვიდეოარტი. 1989 წელს ხელოვანი ცხოვრობდა კასელში, გერმანიაში როგორც ფრიდერიციანუმის მუზეუმის რეზიდენტი მხატვარი. 2003 წლიდან დღემდე კი ცხოვრობს და მუშაობს…