Skip to content Skip to footer

ვარვარიძე თამაზ

თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხატვართა მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე, ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების არტისტია, უახლესი ქართული გრაფიკული სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. მთავარი პრინციპი, რომელსაც მხატვარი ამკვიდრებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე, კონცეპტუალიზმის ფორმალური ძიებებია, რომლებიც კომპოზიციებში სივრცის ესთეტიკური ორგანიზებით ხასიათდება. ამასთანვე, დეტალების ავტონომიურობის მიუხედავად, იგი ახერხებს მათ გამთლიანებას აბსტრაქტული ურთიერთკავშირების საშუალებით. სახვითი ელემენტების მაქსიმალური ეკონომიურობით მხატვარი ქმნის იმგვარ შიდა სისტემას, რომელიც განსაზღვრავს აზრობრივ მოძრაობას ირეალურ, განზოგადოებულ, ნაკლებად ფერადოვან, შავ-თეთრის კონტრასტზე აგებულ სიბრტყეზე. მხატვრის განვლილი ცხოვრება, მოღვაწეობა და შემოქმედება ერთი მთლიანი არტისტული ჟესტია და მისი როლი თანამედროვე ქართული კულტურის გასააზრებლად, უდავოდ, დიდია.

თამაზ ვარვარიძე
დაბადების წელი1945Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.