Skip to content Skip to footer

ჯაფარიძე გია

მოქანდაკე, გრაფიკოსი, თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1999).

გია ჯაფარიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1968 წელს დაამთავრა; 1972 წელს კი  ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში დაასრულა სწავლა.

1970 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991); გალერეა “45” (ბაზელი, 1992); კრისტიან მერიანის ფონდი (ბაზელი, 1992); ემერიხი, ლევერ კუზენი (გერმანია, 1994); “საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში”(თბილისი, 1998) და სხვა. მიღებული აქვს “წლის საუკეთესო ნამუშევრის პრემია”. მისი ნამუშევრები დაცულია გერმანიის, შვეიცარიის, აშშ-ის, საბერძნეთის კერძო კოლექციებში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში.  სკულპტურული კომპოზიცია „პაემანი“, რომელიც მოქანდაკემ თბილისში ბარათაშვილის ხიდის მოაჯირისთვის შექმნა  ქალაქის ღირსშესანიშნაობად არის გადაქცეული.

ჯაფარიძის  შექმნილია მიხეილ თუმანიშვილის ძეგლი მისივე სახელობის თეატრის წინ; ასევე, კომპოზიციები: „თბილისური გაზაფხული,“ „დედაშვილობა“ და ქართული არქეოლოგიური არტეფაქტებით შთაგონებული მცირე პლასტიკის ჟანრის უამრავი ნამუშევარი.  

გია ჯაფარიძე
დაბადების წელი1945Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.