ყვითელი პიგმენტები

ყვითელი ოქრა – მინერალთა ბუნებრივი ნარევი: რკინის ჰიდროქსიდი Fe2O3 • nH2О(20-70%) + თიხის მინერალები.

 

ochre1-500x500

სინონიმები წარმოშობის მიხედვით: იტალიუტი ოქრა, სინური ოქრა, ბერძნული ოქრა და ა.შ.; ფერის მიხედვით: ყვითელი მიწა, ოქროსფერი ოქრა, ნარინჯისფერი ოქრა, მშვენიერი ყვითელი. (ინგ.: Gold ochre, Yellow ochre; გერმ.: gelbe Ocker; ფრანგ.: Ocre dor, Ocrejaune).

ყვითელი ოქრა როგორც ფერწერისთვის გამოსადეგი ნიმუში ცნობილია მღვიმური ფერწერის დროიდან. გამოიყენებოდა ყველა ტექნიკაში შეზღუდვის გარეშე. ეს არის კედლის მხატვრობის ძირითადი ყვითელი პიგმენტი.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: იხსნება მინერალურ მჟავებში; მიკროქიმიური რეაქცია Fe3+-ის იონზე აქვს.
  2. თერმული ტესტი: Fe2O3 n Н2O -> Fe2O3 გადადის ყვითლიდან წითელში.

 

ოქრა არის პიგმენტი, რომლის ფერი Fe(III) მინერალთა ყოფაზეა განპირობებული. დაშლის დროს პიგმენტის ნაწილაკები კონცენტრირებულ მარილიან მჟავაში თბობისას ავლენს Fe3+ რაც იმის მანიშნებელია, რომ საღებავი წითლდება (იხ. წითელი მიწა).

ზოგადად ოქრები წარმოადგენენ რკინის ჰიდროქსიდისა და კაოლინის, სილიკატის, თაბაშირის და ორგანული ნივთიერებების ნარევს. ეს მიწიური საღებავია, რომელსის ყვითლის სხვადასხვა ელფერი გააჩნია. ოქრა ფართოდაა გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას ულამაზეში ელფერი აქვს, რომელსაც „სიტინობრა“ ჰქვია და საფრანგეთიდან არის; ე.წ. „სიენები“ კი იტალიურია (ტოსკანა, სიცილია). დღესდღეობით ოქრის ძვირფასი ჯიშები ურალის და კავკასიის მიწებზეც ამოიპოვებენ. საქართველოში ოქრა თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება.

ბუნებრივი ოქრები ზოგჯერ შეიცავს გოგირდოვან რკინას; სხვა საღებავებთან შერევისას მან შეიძლება ფერწერას ზიანი მიაყენოს.  ეს გოგირდოვანი ნაერთები წყალში კარგად იხსნება.

ოქრა საკმაოდ მდგრადია ატმოსფერული, შუქისა და სხვა საღებავებთან შეზავების ძემოქმედებისაგან.  გამონაკლისი მხოლოდ ე.წ. Mader lake-ია, რომელიც ოქრასთან შეზავებისას მალე უფერულდება. ამ ორი საღებავის შერევა პალიტრაზე არ ღირს. ისინი მხოლოდ ცალკე ფენებად იდება. გაყიდვაში შემომავალი წვრილმარცვლოვანი ქრა საკმაოდ უხეშია ფერწერული ნიმუშსთვის. პირველ რიგში საჭიროა თიხის უხეში ნაწილაკების ამოღება და მხოლოდ ამის მერე შეიძლება შემკვრელთან ერთად გააზავო. კარგად დაფხვნილი ოქრა არა მხოლოდ წვრილი ნაწილაკებისგან შედგება, არამედ განსხვავდება მეტად მღებავი და საფარი თვისებით. ფაქტობრივად მღებავ ნივთიერებად, რომელიც პიგმენტის მცირე ნაწილს წარმოადგენს – რკინის ფუძეა [Fе(ОН)3]. თავისი ქიმიური შემადგენლობით ოქრის სხვადასხვა სახეობა მინერალებს შეესაბამება: ლიმონიტი, ჰეტიტი, პეროქსიდერიტი და ქსანოტოსიდერიტი.

 

 

რკინის ნაერთები სილიციუმის ნაერთები ალუმინის ნაერთები წყალი
ფრანგული ოქრა 22,80 48,50 14,50 6,89
იტალიური სიენა 59-66 13-23 0-2,7 13-26
კვიპროსული უმბრა 36,50 29,50 2,70 13
მარსიანული ყვითელი 80 СаСО320

 

ოქრები ჰიგროდკოპულია. როგორც ტაბულაში ჩანს, ალუმინის და სილიციუმის ნაერთები, რომლებიც ოქრის შემადგენლობაში შედის, ინარჩუნებს მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალს, რომელმაც უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ტენიანობის მიმართ მგრძნობიარე ოქრასთან შერეულ საღებავებზე. ნორმალურ მშრალ გარემოში ოქრა სრულიად უვნებელია და მისი გამოყენება ყველა ტექნიკაში, მათ შორის კედლის მხატვრობაშიც, შეიძლება. მისი ხარისხი საკმაოდ გამოცდილია, რადგან ფერადი თიხები ყოველთვის გამოიყენებოდა პრეისტორიული ხანიდან დღემდე.

ოქრა გამოირჩევა ღია, ოქროსფერ და მუქ ელფერებად; ეს ოქრები ზოგადად კარგი საფარით გამოირჩევიან. ბუნებრივი და დამწვარი სიენები ლისირებულ პიგმენტებად წარმოსდგებიან.

ყვითელი და ყავისფერი მარსი – ხელოვნური ოქრაა. მას მიიღებენ კირისა და რკინის მარილების ხსნარის ნალექით. ჰაერში და სინათლეზე ის აბსოლუტურად მდგრადია. ეს პიგმენტები საკმაოდ ინტენრიური ფერით გამოირჩევა, რითაც აღემატებაა ბუნებრივ ოქრას. პიგმენტები არ არის შხამიანი, მათი შეზავება სხვა საღებავებთან შეიძლება, რადგანაც მდგრადია ტუტეს გარემოს მიმართ. ოქრისა და მარსის წვის დროს გადადის რკინის წითელ ოქსიდში.


აურიპიგმენტი – დარიშხანის სულფიდი As2S3

1_6_2_10

სინონიმები: ჩინური ყვითელი, სამეფო ყვითელი (ინგ.: Auripigmentum, Kings yellow: გერმ.: Auripigment; ლათ.: auripigmentum). ბუნებრივი მინერალი. პიგმენტი უძველესი დროიდან ფერწერისთვის გამოსადეგ პიგმენტადაა ცნობილი.

ძვ.წ. VII საუკუნის ეგვიპტური ნიღბები – ამ პიგმენტის გამოყენების ადრეული მაგალითია. განსაკუტრებით ფართოდ გამოიყენებოდა მინიატურებში; შედარებით ნაკლებად – დაზგურ ფერწერაში. როგორც ზოგიერთი წყარო იუწყება ეს პიგმენტი კედლის მხატვრობაში არ გამოიყენებოდა, თუმცა საქართველოში ზოგან ეს პიგმენტი კედლის მხატვრობაში გვხდება (მაგ.: ატენის სიონი).

ანალიტიკური განსაზღვრება: მიკროქიმიუტი და თერმული ქცევა რეალგარის* მსგავსია. ზუსტი იდენტიფიცირებისთვის აუცილებელის სტრუქტურული ანალიზის ჩატარება, მაგალითად რენტგენი. ტყვიის-კალის ყვითელი , ტიპი 1 – Pb2SnO4 და ტიპი 2 – PbSn2SiO7.

აურიპიგმენტი – ყვითელი დარიშხანი (As2S3) ბზინვარე ოქროსფერ-ყვითელი ფერის, არასტაბილურია სხვა საღებავებთან შერევისას. ძალიან ტოქსიკურია, რადგანაც შეიცავს დარიშხანს (As2S3), ამიტომ დღესდღეობით სხვა ყვითელი პიგმენტებითაა შენაცვლებული.

ძველი ოსტატების ფერწერებში ის პირველად ეფვიპტეში გამოიყენეს. შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა მინიატურებში, მას გამოიყენებდნენ ოქროს საღებავის მაგივრად. პიგმენტი არც აღორძინების ხანას გამქრალა. ის ჩამოჰქონდათ მცირე აზიიდან. მას იხსენიებენ თავის ნაწერებში ჰერაკლე, თეოფილე, ჩენინო ჩენინი. მოიხსენიება აგრეთვე ნეაპოლისა და სტრასბურგის მანუსკრიპტებში. ნიდერლანდების ფერწერაში XV საუკუნიდან XIX ათასწლეულებამდე ის უკვე აღარ გვხვდება ალბათ იმიტომ, რომ ხელოვნურად წარმოებული აურიპიგმენტი შხამიანი იყო მაშინ, როდესაც ბუნებრივი მინერალი, რომელიც ადრეულ ეპოქებში გამოიყენებოდა უვნებელი იყო.

*რეალგარი თავისი თვისებებით აურიპიგმენტს გავს; მისი ფერი ოქროსფერ-ნარინჯისფერიდან ლამის წითლამდე გადადის. როგორც პიგმენტი ის შუა საუკუნეებში უკვე ცნობილი იყო, მაგრამ მას უფრო ნაკლებად გამოიყენებდნენ, ვიდრე აურიპიგმენტს.

 

– – –  მასიკოტი

 

sw_437-59

ეს პიგმენტი მცდარი სახელწოდებითაა ცნობილი.

(ინგ.: Lead-Tin-Yellow; გერმ.: Blei-Zinn-Gelb; ფრან. Masticot; იტალ.: Giallolino, Giallorino).

ქიმიურად დამზადებული პიგმენტი, რომლის ქიმიური შემადგენლობა 1940 წელს დადგინდა მოუნხენში, დორნერის ინსტიტუტში. აქამდე ითვლებოდა, რომ ამ პიგმენტის გამოყენება ჩრდ.ევროპის ოსტატების ნამუშევრებში მასიკოტი იყო, ხოლო იტალიურ ფერწერაში – ნაპოლიტანური ყვითელი, თუმცა ერთსა და იმავე პიგმენტს წარმოადგენდნენ.

ეს პიგმენტი ფართოდ გამოიყენებოდა დაზგურ ფერწერასა და მინიატურებში, კერძდ კი ბიზანტიურ მინიატურებში. დიდი რაოდენობით ნამუშევრების შესწავლის გამო მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ პიგმენტის გამოყენების ინტერვალი – 1300-1750 წწ. XIX საუკუნიდან კი ეს პიგმენტი აღარ წარმოვდება.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: ცუდათ იხსნება; მიკროქიმიური რეაქცია Pb2+ Sn(IV)-ის იონებზე აქვს.
  2. თერმული ტესტი: Pb2SnO4—> SnO2+ PbO. ყვითელი —> ყვითელი.

I და II ტიპის პიგმენტების განსხვავდება რენტგენის გარეშე შეუძლებელია.

 

მასიკოტი ტყვიის ოქსიდი (PbO), პიგმენტი მონაცრისფრო-მოყვითალო ელფერით. გამოიყენებოდა ძველი ოსტატების მიერ და უკვე ასწლეულზე მეტია რაც არ წარმოვდება. მას მიიღებდნენ ტყვიის თეთრის გათბობით 300° С-მდე, გარკვეული დროის მანძილზე. თავისი თვისებებით მასიკოტი ტყვიის თეთრას გავს: კარგი საფარი, მალე შრება, მდგრადია სინატლის მიმართს, შავდება გოგირდწყალბადისგან და ვერ იტანს ტუტეს გარემოს.

მისი წარმოების შესახებ პლინიუსი წერდა. ის აღმოაჩინეს პტოლემეს დინასტიის ეპოქის ეგვიპტურ სურათებზე. რეგულარულად ჭარბობს გოთურ და რენესანსის პერიოდის სურათებზე, განსაკუთრებით მეტალურ ნივთებზე (იარაღი). ამას გარდა მწვანე ტანსაცმლისა და მწვანე მცენარეებზე გამოიყენებოდა. ძველ ოსტატთა სურათებზე პიგმენტი კარგად შენარჩუნდა. XIX საუკუნის დასაწყისში მისი წარმოება შეწყდა, დღეს კი მასიკოტი უცნობი საღებავია. ეს იმ მდგომარეობით იხსნება, რომ ტყვიის ოქსიდი სუფთა სახით, რომელიც დღეს წარმოვდება, არამდგრადია და მალე შავდება. თუმცა ძველი წარმოების საიდუმლო მგონი ახსნილია. ბელგიის მუზეუმის ლაბორატორიაში რენესანსის პერიოდის ყვითელი საღებავების ფრაგმენტების სპექტრული ანალიზი ჩატარდა და დადგინდა, რომ ძველი ოსტატების მასიკოტი შეიცავდა არა მხოლოდ ტყვიას, არამედ კალასაც. გვიანი გოთური სურათიდან ყვითელი პიგმენტის სპექტრული ანალიზის ჩატარების შედეგად იმავე დასკვნამდე მივიდა პრაღის ნაციონალურმა გალერეამაც. ორივე შემთხვევაში მასიკოტი სუფთა სახის ტყვიის ოქსიდი არ აღმოჩნდა.

სანამ საბოლოო დასკვნამდე მივალთ საჭიროა ძველი ოსტატების გამოყენებული მასიკოტის ქიმიური შემადგენლობის უკეთ გაანალიზება. ყველა სურათზე მასიკოტი კარგადაა შენარჩუნებული. XIX საუკუნის დასაწყისში მისი წარმოება შეწყდა, ხოლო დღეს მასიკოტი მხატვრებისთვის თითქმის უცნობი პიგმენტია. მარტინ დე ვილდმა გაამხილა ყურადღება, რომ ანალიზების დროს ამ პიგმენტს ნეაპოლურ ყვითელთან ურევებ, რომელიც მან თვითონ XV-XIX ათასწლეულების არც ერთ ჰოლანდიურ ფერწერაში ვერ აღმოაჩინა.

 

 

ნეაპოლური ყვითელი – ტყვიის ანტიმონიტი PbySb2-xO7 (2<у<3;0<х<1)

 0072_neapolitanskaya_jeltaya

(ინგ.: Antimony yellow, Naples yellow; გერმ.: Neapelgelb; ფრანგ.: Jaime de Naples).

მიუხედავად იმის, რომ ბუნებაში იდენტური შემადგენლობის მინერალი – ბინდჰეიმტი არსებობს, ითვლება, რომ ფერწერაში გამოიყენებოდა ხელოვნური ნაერთი, რომელიც ტყვიის ოქსიდისა და სტიბიუმის თბობით მოიპოვებოდა. დაზგური ფერწერი მეტად ადრეული ნამუშევრები, რომლებშიც ნეაპოლური ყვითელი აღმოჩნდა, XVII საუკუნეს მიეკუთვნება. ეს პიგმენტი მაქსიმალური რაოდენობით XVIII საუკუნეში გამოიყენება. ამ დროს ტყვიისა და კილის ყვითელი სულ უფრო იშვიათად გამოიყენება, ხოლო ნეაპოლური ყვითელი პირიქით, ხდება ძირითად ღია-ყვითელ პიგმენტად დასავლეთის დაზგურ ფერწერაში. XIX საუკუნეში პიგმენტი უკვე არვ ფერწერაში გამოიყენება და არც წარმოვდება.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: ცუდათ იხსნება; მიკროქიმიური რეაქცია Рb2+ и Sb(III) იონებზე.
  2. თერმული ტესტი: არ იცვლება.

იდენტიფიცირება რენტგენით ხდება.

ნეაპოლური ყვითელი ითხვლება მდგრად პიგმენტად. ამ საღებავის ხარისხი მნიშნელოვნად დამოკიდებულია წარმოების მეთოდზე, რადგანაც მდგრად ჯიშებთან ერთად არსებობს არამდგრადიც, რითად განმარტავენ ექსპერტების ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს. რადგანაც საღებავის მწარმოებელი ქარხნები მრავალწლიანი ტრადიციით ცვლიან ამ პიგმენტს თუთიის თეთრათი ყვითელ კადმიუმთან, მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ფერმკრთალი ელფერი სხვადასხვა მდგრადი საღებავების შეზავებისას მიიღება. ნეაპოლური ყვითელი, როგორც ყველა ტყვიის პიგმენტი, შავდება წყალბადის ზემოქმედების ქვეშ.

ყვითელი სტიბიუმისა და ტყვიის ნაერთები ნაპოვნია ბაბილონის, ასურეთისა და ეგვიპტის მე-19 დინასტიის კერამიკის ყვითელ ჭიქურებში. თუმცა ჩნდება კითხვა, ნამდვილად გამოიყენებოდა ეს პიგმენტი ფერწერაში და იდენტურია მასთან გოგირდიანი ღია-ყვითელი საღებავი ძველი ოსტატების ტილოებზე?…ყველაზე ძველი ნეაპოლური ყვითელის წარმოების რეცეპტი შედგენილია პასერის მიერ 1758 წელს.

მასიკოტი ტყვიის ოქსიდი (PbO), პიგმენტი მონაცრისფრო-მოყვითალო ელფერით. გამოიყენებოდა ძველი ოსტატების მიერ და უკვე ასწლეულზე მეტია რაც არ წარმოვდება. მას მიიღებდნენ ტყვიის თეთრის გათბობით 300° С-მდე, გარკვეული დროის მანძილზე. თავისი თვისებებით მასიკოტი ტყვიის თეთრას გავს: კარგი საფარი, მალე შრება, მდგრადია სინატლის მიმართს, შავდება გოგირდწყალბადისგან და ვერ იტანს ტუტეს გარემოს.

 

ზაფრანა – მცენარეული საღებავი

saffron(ინგ.: Saffron; გერმ.: Safran; ფრანგ. Safran; ლათ.: croceum (თეოფილეს მიხედვით), croceus (ირაკლის მიხედვით). ყვითელი ორგანული პიგმენტი ზაფრანას ყვავილის მტვრისგან მიიღებოდა  (Crocus sativus). ამ პროცესის ერთ-ერთი მაგალითიც არსებობს კედლის მხატვრობაზე.

 

 

1359259_original.jpg

ზაფრანების შემგროვებელი გოგონა აკროტირეს კედლის მხატვრობაზე. დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ ამ ყვავილს და შეღებვის პროცესს დიდი მნიშნელობა ჰქონდა. ალბათ გოგონა უფრო ველურ ზაფრანას კრეფს, რადგანაც უკანა პლანზე მთის პეიზაჟია აღმოჩენილი. გამორიცხული არ არის, რომ გოგონას კაბა ზაფრანის პიგმენტითაა შეღებული, რადგანაც მისი ფერი ზუსტად მოწითალო-მოყავისფროა.

საღებავი ცნობილია ანტიკური დროიდან როგორც სანელებლები ისევე საღებავი. როგორც წესი პიგმენრი გამოიტყენებოდა ლაქის სახით, რომლითაც ყვითელ მღებავ ფენებს, მაგალითად აურიპიგმენტის ფენას, ალისირებდნენ. ჰოლანდიური მხატვრის ვიკტორსის ნამუშევრების გამოგკლევისას, რომელიც რემბრანდტის მოწაფე იყო, დადგინდა, რომ ტყვიის-კალის ყვითელი ფერწერული ფენა ლისირებული იყო ყვითელი ორგანული პიგმენტით.

ჩანს ინფრაწითელი (ი.წ.) სპექტროსკოპიის ქვეშ.

 

უმბრა 

 

obrand-umbra-pigmentწარმოადგენს ყავისფერი რკინის (დაახლოებით 50%) და მანგანუმის ჰიდროქსიდის (12%), თიხისა და სილიკატების ნარევს. არის სინათლის და ჰაერის მიმართ მდგრადი, კარგი საფარი პიგმენტი და უშხამოა. საუკეთესო უმბრას შორის კვიპროსულია, რომელიც ცივი, მომწვანო ელფერით განსხვავდება. თბობისას იღებს თბილ, მოწითალო ტონალობას და გადადის დამწვარ უმბრაში. უმბრის ორივე სახეობა – დამწვარიც და დაუმწვარიც- ტუტეს გარემოში მდგრადია და წარმოადგენს კარგ მასალას არა მხოლოდ უცხიმო ტემპერაში, აკვარელში, გუაშსა და პასტელში, არამდე კედლის მხატვრობაშიც. სხვა საღებავებთან შერევისას მდგრადია. ზეთში, რომელსაც უმბრა 50-100% პროცენტს შთანთქავს, ნაწილობრივ იხსნება და ღებავს ზეთს მუქ-მოყავისფრო ფერში და რადგან ასეთ მდგომარეობაში მას აქვს მარცვლები, იგი აღწევს სხვა საღებავების ზედა ფენებში, რომლებიც ამ პიგმენტის შედეგად მუქდებიან. უმბრაში  შემცვლელი მანგანუმი მოქმედებს სეთზე ამიტომ პიგმენტი კარგად შრება, თუმცა ამავდროულად მას აქვს დაბზარვის ტენდენცია, განსაკუთრებით ზეთოვან გრუნტებზე, ამიტომაც მისი გამოყენება ზეთოვან გრუნტებზე არ გამოდგება. ზოგჯერ უმბრას აყალბებენ და მოყავისფრო ნახშირით ღებავებ. სხვა ყავისფერი საღებავებისგან უმბრას გამორჩევა იმით შეიძება, რომ ჰიდროქლორთან მოქმედებისას ქლორი გამოიყოფა.

 

ბიბლიოგრაფია :

ოქრა: https://www.thoughtco.com/ochre-the-oldest-known-natural-pigment-172032

ნეაპოლური ყვითელი: http://www.webexhibits.org/pigments/indiv/overview/naplesyellow.html

უმბრა: http://www.webexhibits.org/pigments/indiv/overview/umber.html 

https://www.artistsnetwork.com/art-mediums/oil-painting/yellow-pigments-and-their-stories/

http://art-con.ru/node/3582

One comment

Leave a comment