წითელი პიგმენტები

 

წითელი ოქრა – რკინის ოქსიდი Fe2O3

1056 

სინონიმები: რუბრიკა, ტერა ტოსა, ინგლისური, ჩეხური წითელი, წითელი მიწა (ინგ,: ochre, გერმ.: rote Erdpigmente). ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი მასალა. გამოიყენება ფერწერაში მღვიმეს მხატვრობის დროიდან. გარდა ბუნებრივი საბადოებისა, რკინის წითელი ოქსიდი მიიღებოდა თერმული დამუშავების შედეგად. წვავდნენ ყვითელ და მწვანე გლაუკონიტს. თანამედროვე მარსები – ხელოვნურად დამზადებული ოქრაა.

წითელი ოქრა ყველაზე ფართოდ გამოყენებადი წითელი პიგმენტია. გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერწერის ტექნიკაში. იგი კედლის მხატვრობის ძირითადი პიგმენტია. ის მონაწილეობს არა მხოლოდ ფერწერულ ფენებში, არამედ მოსამზადებელ და პირველად ნახატებშიც.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: პრაქტიკულად არ იხსნება მინერალურ მჟავებში; მიკროქიმიური რეაქცია Fe3+ იონზე აქვს.
  2. თერმული ტესტი: არ იცვლება.

1master_klass_maslo_oxra_krasnaya-600x600

ნატურალური წითელი თიხები წარმოადგენენ დაფხვნილ რკინის მადანს. ის საკმაოდ მდგრადი პიგმენტია სინათლის, ჰაერის და სხვა საღებავების მიმართ. აქვს კარგი საფარი; ფერის ინტენსივომა შეიძლება წვის მიხედვით აიწიოს. სუფთა სახით ოქსიდები, რომლებიც თიხის მცირე რაოდენობას შეიცავდნენ იშვიათად გვხვდება; მათ მხოლოდ ესპანეთში, ირანსა და საბჭოთა კავშირში მოიპოვებდნენ/ ამის საწინააღმდეგოდ, თიხოვანი რკინის ოქრები – წითელი ოქრა, რომელიც Fe2O3-ს მხოლოდ 15-50%-ით შეიცავს, დედამიწის თითქმის ყველა ადგილას გვხვდება.

რკინის ნაერთები სიცილიუმის ნაერთები ალუმინის ნაერთები კალციუმის ნაერთები წყალი
წითელი მიწა 12,8 48 7,7
წითელი ოქრა 9,1 8,3 1,3
გამომწვარი იტალიური ოქრა 39,7 24,8
წითელი მარსი 80 5
კავკარიური ოქრა 66,11 9,36 6,7 1,20

 

 

Cinnabar სინგური- ვერცხლისწყლის სულფიდი HgS

 

სინონიმები: მთის სინგური, ვერცხლისწყლის წითელი. (ინგ.:Cinnabar, Vermilion deep, Vermilion light; გერმ.: Zinnober; ფრანგ.: Vermilion clair, Vermilion fonce; ლათ.: cinnabaris, minium5). როგორც ბუნებრივი მინერალი პიგმენტის ხარისხში გამოიყენებოდა – ცინაბატი, ისევე ხელოვნურად წარმოებული ვერცხლისწყლის სულფიდი ანალოგიური შემადგენლობისაა. სინგური უძველესი დროიდანაა ცნობილი.  ხელოვნური სინგური პირველად ძველ ჩინეთში მოოღეს, როდესაც ვერცხლისწყალს და გოგირდს ათბობდნენ, ხოლო 1778 წლიდან ევროპაში სამრეწველო წარმოება დაიწყეს.

სინგური ფართოდ გამოიყენებოდა ფერწერაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. არსებობს მოსაზრება, რომ სინგური კედლის მხატვრობაში გარდაიქმნება შავ ფრად. ამას იმით ხსნიან, რომ ვერცხლისწყლის სულფიდის წითელი გარდაიქმნება შავად. ისტორიულ წერილობით წყაროებში, კერძოდ კი ჩენინო ჩენინისთან (1400წ.) არის მითითება იმაზე, რომ სინგურის გამოყენება სუფთა სახით არ შიძლება, ასევე კედლის იმ ადგილებში, სადაც მთვარის და მზის შუქი ხვდება. იმისათვის, რომ სინგურს არაფერი დაემართოს, აუცილებელია მისი შეზავება ოქრასთან ან თეთრასთან.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: არ იხსნება მინერალურ მჟავებში; მიკროქიმიუტი რეაქცია Hg2+ იონზე აქვს.
  2. თერმული ტესტი: ქრება.

 

სურინჯი – ტყვიის ორმაგი ოქსიდი Pb3O4

716_big

სინონიმები: ტყვიის წითელი, ოქროსფერი კინოვარი, ნარინჯისფერი მინერალური, პარიზული წითელი, (ინგ.: Red lead, Saturn red; გერმ.: Mennige; ფრანგ.:Minium; ლათ.: minium, minium secundarium6). პიგმენტი ცნობილია ანტიკური დროიდან. მიიღება ტყვიის თეთრას გათბობით 480°С-ზე. ყველაზე ხშირად მინიატურებში გამოიყენებოდა. ანალიტიკური მონაცემების მიხედვით ევროპულ დაზგურ ფერწერაში არც თუ ისე ხშირად გამოიყენებოდა. სურინჯის მეტად ადრეული მაგალითები ფაიუმის პორტრეტებში და ენკაუსტიკურ ხატებშია აღმოჩენილი. მისი გამოყენება კედლის მხატვრობაში რეკომენდირებული არ იყო იმავე მიზეზის გამო, რომ ტყვიის თეთრაც და სურინჯიც ყავისფერ ტყვიის დიოქსიდში გარდაიქმნება. კედლის მხატვრობის ასეთი შემთხვევები, სადაც შერეული სურინჯი და ტყვიის თეთრა გაყავისფერდა წვის შედეგად. (იგივე ატენის სიონი). თუმცა ისეთ შემთხვევებში სადაც სურინჯი გადახურულია საღებავის სხვა ფენით ან კირის თეთრასთან არის შერეული, იმ შემთხვევაში პიგმენტის შემადგენლობაში არაფერი იცვლება. სურინჯი ასევე ზეთთან შეზავებისას სტაბილურია.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: იხსნება მინერალურ მჟავებში; მარილმჟავაში HCl გახსნისას წარმოიქმნება თეთრი ნალექი PbCl2 ; მიკროქიმიური რეაქცია Pb2+ იონზე აქვს.
  2. თერმული ტესტი: სურინჯი Рb3О4 à მასიკოტი PbO. ნარინჯისფერი à ყვითელი.

 

სურინჯი მალე შრება. ყველა ტყვიის საღებავის მაგვარად, იგი შავდება ფოფირდწყალბადის თანდასწრებით. დღესდღეობით ეს პიგმენტი არ გამოიტენება მხატვრულ საღებავებში, მაგრამ მან შეიძინა დიდი მნიშვნელობა მრეწველობაში, რადგან ძეთოვანი სურინჯისებრი გადაფარვა საუკეთესოდ იცავს რკინას კოროზიისგან.

პლინიუსი ამ პიგმენტს მეორად მინიმუმს არქმევს  (secondariumminium). სურინჯი აღმოაჩინეს როგორც შუა საუკუნეების მინიატურებში, ასევე XIV ათასწლეულის იტალიურ სურათებზეც, ჰოლანდიურ სურათებზე კი ის ვერ ნახეს.

რეალგარი – დარიშხნის სულფიდი As2S2

92afa0472e0590b118e57db7db4448ae

ბუნებრივი მინერალი, რომელიც ფერწერაში საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. ხშირად მას ცენტრალური აზიის კედლის მხატვრობებში იკვლევენ.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: ცუდათ იხსნება მინერალურ მჟავებში H2S-სის გამოყოფით; მიკროქიმიუტი რეაქცია იონებზე: S2-и As(V)
  2. თერმული ტესტი: ქრება.

ზუსტი იდენტიფიცირებისთვის სტრუქტურული ანალიზის მეთოდების მიღება აუცილებელია (რენტგენი).

 

წითელი ორგანული პიგმენტები

 

არსებობს მღებავი ნივთიერებების მთელი ჯგუფი, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ტექსტილის ბოჭკოების შეღებვისთვის. ამ მღებავი ნივთიერებების გამოყენება ფერწერაშიც, პიგმენტების სახითაც ისწავლეს. ქვემოთ მოყვანილია მეტად გავრცელებული წითელი ორგანული პიგმენტები, რომელიც ფერწერაში გამოიყენებოდა.

ანტიკური მეწამული – მოწითალო-მოიისფრო პიგმენტი, წყარო: ზღვის მოლუსკების ჯირკვლები Murex და Purpura-ს ოჯახიდან.

depositphotos_157855772-stock-photo-purple-pigment-on-a-white.jpg

250px-MurexPectenGlobal
Murex

სინონიმები: რემბრანდტის ლაქი, თურქული წითელი, დრაკონის სისხლი, (ინგ.: Madder lake, Rose Madder; გერმ.: Krapplack; ფრანგ.: Laque de clair, Laque de fonce, Laque de garance, Laque de rose; ლათ.: rubia). სინონიმებში აღნიშნულია დრაკონის სისხლი, რომელიც სინამდვილეში მუქი წითელი ფისია, რომელიც Calamusdraco-ს პალმის ნაყოფიდან მოედინება და იზრდება ინდოეთში, კერძოდ სუმატრეში. იგი მიიწოდება მოყავისფრო-მოშავო პატარა ზომის ტოტების სახით. დნება 120° C-ზე. სპირტიანი ლაქები დრაკონის სისხლთან მუქ წითელ ფერად იღებება. დღესდღეობით ჩანაცვლებულია ხელოვნური საღებავებით.

კოშენილი – მოწითალო-მოღვინისფრო პიგმენტი, წყაროები: კოშენილი – დედალი მწერები, რომლებიც კაქტუსებზე ცხოვრობენ ცენტრალურ ამერიკაში.

100-50.jpg_640x640

სინონიმები: კარმინის ლაქი, ფლორენციული ლაქი, ფარიზული ლაქი (ინგ.: Carmine, Crimson lake; გერმ.:Karmin; ფრანგ.: Carmin, Laque carmine). ეს პიგმენტი, რომელიც სუბსტრატზეა დალექილი, განსხვავდება ულამაზესი ელფერით, თუმცა სინათლის მიმართ სუსტია. შუქზე მუქდება, ხოლო მზეზე უფერულდება. ზეთში ის მეტად მდგრადია ვიდრე აკვარელში.

ევროპაში კარმინი გავრცელდა მექსიკის დაპყრობის შემდეგ (1523). პირველი მოხსენება მის შესახებ მატიოლის 1549 წელს აქვს.

კადმიუმი წითელი – CdS• CdSe

d0bad0b0d0b4d0bcd0b8d0b9-d182d0b5d0bcd0bdd18bd0b9.jpg
მუქი კადმიუმი

 

 

 

 

кадмий светлый
ღია კადმიუმი
кадмий оранжевый
ნარინჯისფერი კადმიუმი

 

 

 

 

აღმოჩენილია 1907 წელს, ფერწერაში გამოიყენება 1912 წლიდან. აქვს სხვადასხვა ელფერი – კაშკაშა წითელი, ნარინჯისფერი, მუქი წითელი. დღემდე ფართოდ გამოიყენება ფერწერაში.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: ცუდათ იხსნება მჟავებში H2S-ის გამოყოფით; მიკროქიმიური რეაქციები იონებზე: Cd2+; S2-, Se(II).
  2. თერმული ტესტი: ყავისფერდება

წითელი კადმიუმის საიმედო განსაზღვრება ელემენტარული ანალიზის მეთოდით (მაგალითად, სპექტრული ან მიკროზონდი) ან სტრუქტურული ანალიზის მეთოდით, მაგალითად რენტგენით ხდება.

წითელი კადმიუმი წარმოადგენს გოგირდოვან-სელენურ კადმიუმის ნაერთს  (CdS+CdSe). სუფთა სახის პიგმენტი სინათლის, ჰაერის და სხვა საღებავების შერევასთან მდგრადია, სპილენძს პიგმენტების გარდა, რომლებთან ერთად კადმიუმი შავდება. წითელმა კადმიუმმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩაანაცვლა კინოვარი და სურინჯი. ამას შეიძლება დაემატოს ისიც, რომ წითელი კადმიუმით კინოვარის ჩანაცვლება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც კადმიუმი გარანტირებული უმაღლესუ ხარისხისაა. კინოვარი, რომელიც კარგად შეინარჩუნდა ძველი ოსტატების ბევრ სურათებზე, შეიძლება ჩაითვალოს მეტად მყარ, ვიდრე ცუდი და ფალსიფიცირებული კადმიუმის პიგმენტის, მასალად. ღია ფერის კადმიუმი პირველად 1910 წელს გამოჩნდა, მუქი ფერის – 1920 წელს.

кадмий-кр-1024x1024
კადმიუმი მუქი

ბიბლიოგრაფია:

კინოვარი:  https://owlcation.com/stem/Cinnabar-A-Beautiful-But-Toxic-Mineral-Ore-and-Pigment

კადმიუმი: https://www.independent.co.uk/arts-entertainment/art/features/cadmium-the-rare-paint-pigment-faces-a-europe-wide-ban-and-artists-are-seeing-red-9756636.html

http://art-con.ru/node/3581

3 comments

    • ხივინის შესახვევი N1.
      შეგიძლიათ მათ ფეისბუქ გვერდსაც ეწვიოთ: “სამხატვრო და ხატწერის მასალები.”

      Like

Leave a comment