fbpx

მამაკაცის ყველაზე ტრენდული ფეხსაცმელები, რომელიც 2020 წელს უნდა ჩაიცვათ


გააზიარე სტატია

მათთვის, ვისაც მოდურად ჩაცმა ძალიან გიყვართ და მუდამ გარდერობის განახლებაზე ფიქრობთ, ზამთარი საუკეთესო პერიოდია. ამ დროს უამრავი ახალი კოლექცია გამოდის და ინტერესიც იზრდება, თუმცა დავის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამაკაცის გარეგნობაში ფეხსაცმელი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. 2020 წელი მოდის მოყვარულებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ჩვენ კი წარმოგიდგენთ მამაკაცის ყველაზე ტრენდულ ფეხსაცმელებს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ, თუ გსურთ მუდამ კარგად გამოიყურებოდეთ.

ეს მოდელი 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული იქნება. მისი მორგება და მოხდენა შესაძლებელია როგორც კლასიკურ, ისე ურბანულ სტილზე, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. ფეხსაცმელი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მნიშვნელოვან შეხვედრებზე უწევს სიარული ან სურს სოლიდურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც ჯეოქსის ნებისმიერ ფილიალში, ისე ონლაინ მაღაზიაში.

ფეხსაცმლის სანახავად და ონლაინ საყიდლად, მიჰყევით ბმულს.

თუკი თქვენ უპირატესობას ისეთს ფეხსაცმელს ანიჭებთ, რომელსაც თასმა არ აქვს, მაშინ ჯეოქსს თქვენთვის არაჩვეულებრივი არჩევანი აქვს. ფოტოზე მოცემული მოდელი უმაღლესი ხარისხის ტყავისგან არის დამზადებული და ამავდროულად  „სუნთქავს“ რაც მას ყოველდღიურად ჩაცმისთვის ძალიან კომფორტულს ხდის. 2020 წელს ეს მოდელიც ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული იქნება, რასაც მისი ვიზუალური მხარე განაპირობებს. მისი შეძენაც ჯეოქსის მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ, ამისათვის კი საჭიროა გადახვიდეთ ბმულზე.

ჯეოქსს მათვისაც აქვს არჩევანი, ვისაც სპორტული სტილის ფეხსაცმლის შეძენა სურს. ბრენდი ნუბუკის მასალისგან დამზადებულ ბოტასს გთავაზობთ, რომელიც ზამთარში განსაკუთრებულ კომფორტს შეგიქმნით და თქვენს ყოველდღიურ სტილს იდეალურად მოერგება. მნიშვნელობა არ აქვს, კლასიკურად ჩაცმა გსურთ თუ ურბანულად, ჯეოქსის ლურჯი ბოტასი ნებისმიერ არჩევანთან იდეალურად სინთეზირდება.

მისი შეძენა რომ გაგიმარტივდეთ, აუცილებლად გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი ამ მოდელის შესახებ.

ეს მოდელი კი სპორტული სტილის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული არჩევანი იქნება 2020 წლის ზამთარში, რადგან მისი ფერები და ხარისხი სწორედ რომ ახალ გამოწვევებს შეეფერება. ფეხსაცმელი ტყავისგან არის შეკერილი და მისი მოხდება ფაქტობრივად ყველა ტიპის სამოსზე შეიძლება, თუმცა უფრო მეტად ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი.

მის შეძენას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად გადადით ჯეოქსის ონლაინ მაღაზიის ბმულზე, რათა საქმე გაიმარტივოთ.

ხშირად გიწევთ საქმიან შეხვედრებზე, წვეულებებზე და საჯარო გამოსვლებზე სიარული? მაშინ ჯეოქსის მაღაზიათა ქსელში სწორედ თქვენთვის შერჩეული ფეხსაცმელი იყიდება. ეს არის კლასიკური მოდელი, რომელიც 2020 წელს ძალიან ტრენდული იქნება და ის უფრო თავდაჯერებულსა და ელეგანტურს გაგხდით. რა თქმა უნდა, ის უმაღლესი ხარისხის ტყავისგან არის დამზადებული, რომლის ხარისხის პრემიალურობას პირველივე შეხებისას იგრძნობთ.

მის შესაძენად საჭიროა გადავხვიდეთ ჯეოქსის მაღაზიათა ქსელის ბმულზე და გამოიწეროთ ონლაინ ან უბრალოდ მიხვიდეთ ნებისმიერ ფილიალში.

ფაქტია, რომ ჯეოქსის ეს მოდელი უპირობოდ ტრენდული იქნება 2020 წელს, რადგან მისი განსხვავებული ფაქტურა, ვიზუალი და დეტალიზება სრულიად სხვა იერს სძენს მამაკაცს. მისი შეხამება შესაძლებელია როგორც ფერად, ისე შავ ტანისამოსთან. გარდა ამისა, დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თუ თქვენ შედარებით უფრო თავისუფალი სტილი მოსწონთ, მაშინ ეს მოდელი სწორედ თქვენთვისაა, ხოლო თუ უფრო მეტად გამოკვეთილად კლასიკურს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ წინა მოდელები დაათვალიეროთ.

ამ ფეხსაცმლის შესაძენად კი, აუცილებლად გადადით ჯეოქსის მაღაზიათა ქსელის საიტის ბმულზე.

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თეთრი ფეხსაცმელი ზამთარში არც თუ ისე პრაქტიკულია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ თბილისისთვის დამახასიათებელ კლიმატს, ეს მოსაზრება მცდარი გახდება. ჯეოქსის ეს მოდელი განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს და 2020 წელს აუცილებლად იქნება ტრენდულ ფეხსაცმელებს შორის, რადგან უნიკალური დიზაინი და ხარისხი აქვს. ის ერთნაირად მიმზიდველია როგორც ურბანულ ისე ნახევრადკლასიკურ ჩაცმულობაზე და რაც მთავარია, იდეალური კომფორტის განცდას შეგიქმნით.

ამ მოდელის შესაძენად ეწვიეთ ბმულს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფილიალი ან გამოიწერეთ ონლაინ.

ჯეოქსი ფეხსაცმელების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების გარდა, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა სპორტული ან ნახევრადჩექმის ტიპის ფეხსაცმელები, რომლებიც თქვენს სტილს განსაკუთრებულს და გამორჩეულს გახდის.

5,372 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.