fbpx

5 რჩევა პელარგონიების ყვავილოვანი აფეთქებისთვის – მადონა რევაზიშვილი


გააზიარე სტატია

პანდემიის დროს სახლში გამოკეტილმა ადამიანებმა მებაღეობაზე ფიქრი დაიწყეს,  თუმცა მცენარეთა მოვლა არც ისე მარტივი საქმეა და დიდ დროს, ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს. ხშირად ამის გამო ადამიანები უარს ამბობენ სახლის გამწვანებაზე, თუმცა არსებობენ ისეთი მცენარეებიც, რომლებიც ნაკლებად პრეტენზიულები არიან და მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ უწყვეტი ყვავილობით თვალის გახარება.

 

პელარგონია, იგივე ბალბიფოთოლა ნემსიწვერასებრთა ოჯახიდანაა,  ყვავილის უამრავი ფერი და სახეობა არსებობს – თეთრიდან დაწყებული, ბორდოსფრით დამთავრებული.

სწორი მოვლის შემთხვევაში პელარგონია მთელი წლის განმავლობაში ყვავის. 26 წლის თვითნასწავლი მებაღე, მადონა რევაზიშვილი გვასწავლის,  როგორ უნდა ვიზრუნოთ პელარგონიებზე. 

  • 1. პელარგონიების გასამრავლებლად საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა. მოჭრილი ტოტის მიწაში ჩადებით მათ ადვილად დააფესვიანებთ. 
  • 2. მნიშვნელოვანია, რომ ქოთნის ზომაც სწორად შეარჩიოთ. პატარა მცენარეს მცირე ზომის ქოთანი სჭირდება, რადგან სანამ ქოთანს ფესვებით არ შეავსებს, პელარგონია არ იწყებს ყვავილობას.
  • 3. პელარგონიების ერთ-ერთი მტერია ფრთათეთრა, რომელიც მცენარის წვენით იკვებება და აზიანებს მას. მასთან საბრძოლველად ხალხური საშუალებების გარდა გამოიყენება ქიმიური პრეპარატებიც, რომელთა შეძენაც მცენარეთა დაცვის მაღაზიებშია შესაძლებელი.
  • 4. ბანანის ქერქში არსებული ვიტამინები ყვავილების მიწას  ამდიდრებს. დაჭრილ ბანანის ქერქს დავასხამთ ერთ ლიტრ წყალს, ერთი დღის შემდეგ ნაყენი სასუქად შეგვიძლიათ გამოვიყენოთ. პელარგონიებზე კარგად მოქმედებს იოდიანი წყალიც (ერთ ლიტრ წყალში ვასხამთ ერთ წვეთ იოდს), ამის შემდეგ  მცენარე ჯანსაღ იერს მიიღებს და უხვად იყვავილებს. 
  • 5. ყოველთვის მეკითხებიან, როგორ ვუვლი ყვავილებს, რომლებიც გამუდმებით ყვავიან. სასუქად მხოლოდ სოფლის გადამწვარ ნაკელს ვიყენებ, რაც ძალიან მოსწონთ ჩემს პელარგონიებს. 

ყვავილებს ერთი ოქროს წესი აქვთ, როგორც მოუვლი მათ, ისინიც ისე იყვავილებენ და გაგახარებენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.