fbpx

დღეს: 75 წლის წინ, 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს


გააზიარე სტატია

75  წლის წინ, 6 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში აშშ-მ ატომური ბომბი ჩამოაგდო.

 

დაბომბვის რეკონსტრუქცია, BBC

1945 წლის 26 ივლისს იაპონიის იმპერიის წარმომადგენლებს ოფიციალურად შეატყობინეს, რომ  ან უპირობოდ უნდა დანებებულიყო, ან ”სწრაფ და სრული განადგურებას” დამორჩილებოდა. ეს იყო პოტსდამის დეკლარაცია.

“სწრაფი და სრული განადგურება” – ამ ფრაზის მნიშვნელობა მაშინ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა, აშშ კი საიდუმლოდ ინახავდა იმ ფაქტს, რომ სულ ცოტა ხნის წინ  ბირთვული მოწყობილობა, კოდით “Trinity”  წარმატებით გამოცადა. 

თერთმეტი დღის შემდეგ, 6 აგვისტოს შეერთებული შტატების არმიის საჰაერო ძალების  ბომბდამშენმა ბ-29-მ ჰიროშიმაში თხუთმეტი კილოტონური სიმძლავრის ატომური ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც მომენტალურად დაიღუპა 70 000 ადამიანი – უმეტესად სამოქალაქო პირები.  ეს იყო “ატომური ხანის” გარიჟრაჟი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.