fbpx

წითელი – ისტორია, მნიშვნელობა და გავლენები


გააზიარე სტატია

სამყაროში უამრავი ფერია, თუმცა ისინი რამდენიმე ძირითადი ფერის გრადაციებით მიიღება. ერთ-ერთი დომინანტი ფერი, რომელსაც ცხოვრებაში ყოველდღიურად ვაწყდებით, წითელია. მას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ემოციებზე, სულიერ სიმშვიდესა თუ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე. წითელი ნებისმიერ სფეროში ძალიან დომინანტ ფერად მოიაზრება, მათ შორის ხელოვნებასა თუ ბიზნესში.

ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით რატომ არის წითელი ასეთი გამორჩეული და რა გავლენა ჰქონდა და აქვს კულტურაზე მას.

წითელი დღეს

დავიწყოთ აწმყოთი. დღეს წითელი ფერი ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან მიჩნეულია, რომ ადამიანები, რომლებსაც წითელი იზიდავთ, სიყვარულს, ბრძოლის უნარიანობას, მზრუნველობას, სენსიტიურობას, რომანტიულობას, ლიდერულ თვისებებსა და ცოტათი ცბიერებასაც გამოხატავენ.

გარდა ამისა, წითელი ფერი კარგი საშუალებაა ყურადღების მისაპყრობად, ასეთ არჩევანს კი ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც გრძნობენ საკუთარ გამორჩეულობას, აქვთ თავდაჯერებულობის მაღალი მაჩვენებელი და ცდილობენ მუდამ მაქსიმალური შესაძლებლობები წარმოაჩინონ.

იმის გამო, რომ ამ ფერს ამხელა შესაძლებლობები აქვს, ესთეტიურად კი ძალიან მიმზიდველი და დასამახსოვრებელია, სხვადასხვა რეჟისორები, კომპანიები, მედია-საშუალებები მას ძალიან ხშირად იყენებენ.

მაგალითად Apple-მა iPhone 7-ის პრეზენტაციაზე ყველას სიმპატია დაიმსახურა, რადგან საკუთარ ხაზში წითელი სმარტფონები დაამატა. კომპანიამ იგივე გაიმეორა iPhone 12-ის ხაზის ჩაშვების დროსაც. ეს მოწყობილობა მომხმარებლებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიამ წითელ ფერს სიმბოლური დატვირთვა მისცა და გადაწყვიტა, რომ ამ გზით მხარი დაეჭირა HIV/AIDS-ის გლობალური ფონდისთვის. ყოველი გაყიდული წითელი iPhone-დან აღნიშნული ფონდი პროცენტებს იღებდა.

კინო-ხელოვნებაში წითელი ფერი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის რჩეულია. მის ფილმებში ხშირად შეამჩნევთ წითელ ფარდებს, კედლებს, მანქანებს, ფრჩხილების ლაქსაც კი. ალმოდოვარს უბრალოდ უყვარს წითელი და ამას ვერაფერს უპირისპირებს. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მისი ფილმების ერთ-ერთი მთავარი ჯოკერიც.

 

წითელი რომ ყურადღების მისაპყრობად ერთ-ერთი საუკეთესოა, ამას მოწმობს სხვადასხვა წამყვანი მედია-საშუალებების მიერ Breaking News-ების გაშუქების ესთეტიკა. მაგალითად, BBC მთლიანად წითელ ფერს იყენებს ასეთი ახალი ამბების გაშუქების დროს, რათა მკითხველებსა და მაყურებლებს მიანიშნოს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ხდება.

 

თუკი თქვენს პიროვნულ თვისებებს, ხასიათსა და ენთუზიაზმს ყველაზე კარგად წითელი გამოხატავს, დღეს უკვე შეგიძლიათ თქვენი ბარათიც სწორედ ამ ფერის აირჩიოთ. თიბისის განახლებული ნაკრების საიტზე თქვენთვის სასურველი დიზაინისა და სერვისის შერჩევას შეძლებთ, ამიტომ ეწვიეთ საიტს Tbccard.ge. 

 

წითლის პრე-ისტორია

წითელი პიგმენტის 20,000 წლოვანი ისტორია და მისი გავლენა ხელოვნების განხვავებულ მიმდინარეობებზე.

ისტორიკოსი, მიშელ პასტორი წიგნში “Red: The History of a Color”, წერს “ წითელი ეს არქეტიპული ფერია, ეს ფერია, რომელიც ადამიანმა პირველად აითვისა, გამოიყენა, გარდასახა და განსხვავებულ ჩრდილებში გამოხატა.”   ამის წერისას პასტორი გულისხმობდა ისტორიას, რომელიც მის მოსაზრებას ფაქტებით ამყარებს. წითელი საუკუნეების განმავლობაში დომინირებდა ვიზუალურ ხელოვნებაში, ასოცირდებოდა პროტესტთან და რეფორმაციასთან, ჩრდილოეთში ლურჯი და მწვანე დღემდე ვერ იწვევს ისეთ სიმპათიას, როგორსაც წითელი.

ხოლო მკვეთრი ფერები, სისხლისფერი, ალისფერი, მეწამული და ცეცხლისფერი, ჯერ კიდევ ასოცირდებიან ძალაუფლებასთან. წითელში შესრულებული ნამუშევრები აუქციონებზე ყველაზე ძვირად ფასდება. წითელი ეს რევოლუციის, ცდუნების ფერია და მას უზარმაზარი ისტორია აქვს. მეცნიერები, რომელთაც გასულ წელს ლურჯის ახალი პიგმენტის აღმოჩენა გაასაჯაროეს, დღემდე წითლის არნახულ სახეს ეძებენ. კაცობრიობის ისტორიის უფრო სიღრმეებში კი ვნახავთ მარკ როტკოს აბსტრაქტულ ნამუშევარს, რომელიც წითელი ფერის ისტორიას მოკლედ, მაგრამ დეტალურად გვიყვება.

ჟანგისფერი წითელი

წითელი ფერი პალიტრის ნაწილი კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე იყო. ჟანგისფერი ბუნებრივი პიგმენტია, ის ყავისფერის, ყვითელისა და ფორთოხლისფერის დამიწებულ ჩრდილებთან ერთად ქმნის წითელს, რომელიც ჰემატეტისგან შედგება. ნეანდერტალერები წითელ ჟანგს, ჯერ კიდევ 250,000 წლის წინ იყენებდნენ რეგიონში, რომელსაც დღესდღეისობით ნიდერლანდებს ვუწოდებთ. მეცნიერების ნაწილს სჯერა, რომ ძველ კულტურაში ეს ფერი სხეულის მოსახატად გამოიყენებოდა, ზოგიერთი კი თვლის, რომ ამ ფერს მეტად პრაქტიკული დატვირთვა უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით, პალეოლითის პერიოდში, ისტორიაში პირველმა ხელოვანებმა დაიწყეს ამ პიგმენტის მხატვრობაში გამოყენება. “ბიზონი წითელი ჩრდილებით”, ესპანეთში, ალტამირას გამოქვაბულის კედლებზე, აღიარებულია, როგორც უძველესი ფრესკა და თარიღდება ჩვენს  წელთაღრიცხვამდე, მეოცე-მეთოთხმდეტე ათასწლეულით.

სინგური

ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ, ხელოვნებაში გამოიყენებოდა წითელი, თავისი მრავალი ელფერით . ისინი ინტენსიურად იყენებდნენ სინგურს, ბუნებრივ ვერცხლისწყლის სულფიდს, რომლის შემადგენლობაც ადამიანისთვის მომაკვდინებლად მომწავლელია. (ვერცხლისწყლის მაღარო ალმედინში, ესპანეთში სასიკვდილო განაჩენი იყო მუშებისთვის, მოგვიანებით იმავე ადგილას რომაელებმა მოიპოვეს  სინგური). რომაელებს უყვარდათ ყველაფერი, რაც  ფუფუნებასა და სიმდიდრეს  ხაზს უსვამდა, მათ შორის მოკაშკაშე წითელი პიგმენტი. პლინიუს უმცროსი წერდა, რომ სინგურის ფასი დაახლოებოთ 15-ჯერ აღემატება აფრიკულ ჟანგისფერს და თითქმის უტოლდებოდა უძვირფასეს ეგვიპტურ ლურჯს. გლადიატორებს, კოლიზეუმში გასვლამდე, წითელი ბრწყინვალე საღებავებით მოხატულებს, რომის ვიწრო ქუჩებში მარშით უნდა გაევლოთ. მეტიც, სინგურით იხატებოდა პომპეის მდიდრული სახლებიც.

მოგვიანებით სინგური მოჩუქურთმებული პალიტრის სინონიმი გახდა, რომელიც  მე-12 საუკუნის დასაწყისში ჩინეთში წარმოიშვა. ფუფუნების საგნები, დაწყებული მოჩუქურთმებული ვაზებიდან ძვირადღირებულ საკმევლებამდე, იფერებოდა წითელი პიგმენტით, ეს  კი მათ განხსვავებულ ელფერსა და  ისტორიას სძენდა.

მინიუმი

მინიუმი ეს არის პიგმენტი, როემლსაც წითელ ტყვიასაც უწოდებენ. სინგურის მსგავსად მინიუმი მომწავლელი ნივთიერებაა. მეცნიერების ნაწილმა ის აღიარა პირველ სინთეზურ პიგმენტად, რომელსაც რომაელები ექსტრემალურ ტემპერატურაზე  ამუშავებდნენ, რათა სამუშაოდ საჭირო წითელი ფერის საღებავი მიეღოთ და ხშირად ადამიანთა სიცოცხლითაც რისკავდნენ.

ვინსენტ ვან გოგი მინიუმს ხშირად იყენებდა მხატვრობაში, მაგრამ მისმა პრაქტიკამ საუკუნეების შემდეგ კონსერვატორების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. მინიუმი მაღალი განათების ქვეშ გათეთრებასა, გამკრთალებას იწყებს და სამწუხაროდ ჰოლანდიელი მხატვრის ტილოების წითელი აქცენტები თითქმის გაუფერულებულია.

 

ორიგინალი: https://www.artsy.net


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.