ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში დაუდასტურეს, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა თურქეთის ავიახაზების სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი – 2 რეისი,
პეგასუსის – სტამბოლი-თბილისის რეისი, გადაიდო პეგასუსის ანტალია-თბილისის რეისი და აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-თბილისის რეისი.
ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.