„ეპილაციის“ სკანდალში გახვეული ქუთაისის ოპერის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ქუთაისიქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა, რომელიც „ეპილაციის“ სკანდალში იყო გახვეული, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კულტურის მინისტრმა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს დილით მოაწერა ხელი. სავარაუდოდ, ხატია ვედმედევას გათავისუფლება აუდიტის იმ დასკვნის მიხედვით მოხდა, რომელიც ერთი განმავლობაში ქუთაისის საოპერო თეატრს ამოწმებდა.

ოპერის თანამშრომლების ინფორმაციით, ვედმედევა ოპერის სახსრებს პირადი მიზნებისთვის ესტეტიკურ სალონებში იყენებდა.