ინგლისური ფრაზები, რომლებიც ემოციების გამოხატვაში დაგეხმარებათ

 

ინგლისურად ემოციების გამოხატვა

 

ინგლისური ენის საჭიროებას ყველგან წააწყდებით. აი, მაგალითად, თუკი კარიერულ განვითარებაზე ვისაუბრებთ, მაშინ  ინგლისურს აქაც ვერ ავუვლით გვერდს. შესაბამისად, ამ ენის ცოდნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს კარიერულ პერსპექტივებს. ან თუ უბრალოდ მოგზაურობა გიყვართ, ამ ენის სწავლა მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს სამოგზაურო გამოცდილებას, რაც მარტივი ნავიგაციის ანდა ადგილობრივებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მოგცემთ.

ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ინგლისური მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ენაა. ეს უკანასკნელი ერთგვარ ლინგუა ფრანკად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ის ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს — ან ამ ენაზე ვმუშაობთ, ან კიდევ ვფიქრობთ როგორ ვისწავლოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა.  

ინგლისურის სწავლა მარტივია და ყოველდღიური გამონათქვამები ინგლისურად, ალბათ, არასოდეს დაგვავიწყდება, მაგრამ მოდით, გავიხსენოთ ის ინგლისური ფრაზები, რომელიც ემოციების გამოხატვაში დაგვეხმარება, მაგრამ  მნიშვნელოვნად განსხვავდება დამკვიდრებული ვარიანტებისაგან.

 

ბედნიერება და სიხარული

 

ინგლისურად  ბედნიერებასა და სიხარულს როგორ გამოხატავთ? ალბათ,  ამბობთ I’m happy, I’m so glad,  I’m delighted… გახსოვდეთ, რომ ინგლისური ფრაზები მეტად მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა.

 

On cloud nine

 

ალბათ, ბედნიერებისაგან ატანილს არაერთხელ გამოგიყენებიათ იდიომატური ფრაზა „მეცხრე ცაზე ვარ“, რომელიც დიდი ბედნიერებას ან ეიფორიას გამოხატავს. ამ უკანასკნელის ანალოგად შეგვიძლია ინგლისური ფრაზა — On cloud nine — მივიჩნიოთ.  ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიხარულმა პირდაპირმნიშვნელოვნად ცის იქით, რომელიღაც ღრუბელზე აგტყორცნათ.  უბრალოდ, ერთგვარი მეტაფორაა, რომელიც ბედნიერების მაღალ ხარისხს გამოხატავს.

 

Walking on air

 

თუკი უკვე აღნიშნული ინგლისური ფრაზა On cloud nine-ის გამოყენება მოგბეზრდებათ ან არცთუ მომხიბვლელ ვარიანტაც მიგაჩნიათ, მაშინ შეგიძლიათ ის ანალოგით Walking on air ჩაანაცვლოთ. ამ ბედნიერების გამომხატველი ფრაზის გამოყენებით,  თქვენ მიუთითებთ, რომ განიცდით სიხარულისა და კმაყოფილების ისეთ დონეს, რომელიც ძალისხმევის გარეშე მოძრაობის/ცურვის შესაძლებლობას გაძლევთ. ამ გამოთქმის ქართულ ვარიანტად „სიხარულისაგან დაფრინავს“ გამოდგება.

 

გაბრაზება და იმედგაცრუება

 

ზოგჯერ გაბრაზება და იმედგაცრუება იმდენად მძიმეა, რომ ყოველდღიური ფრაზები ინგლისურად მათ სრულყოფილად ვერ გადმოსცემს.  იდიომები, თავისი მეტაფორული და გაზვიადებული ხასიათით, ამას მშვენივრად ახერხებს. 

 

Hitting a brick wall

 

გახსოვდეთ, რომ ქართულში ინგლისური ფრაზები  მთელი სიზუსტით ვერ ითარგმნება. იქნებ, გიფიქრიათ „შეაყარე კედელს ცერცვი“ ინგლისური ანალოგი როგორი იქნება. ამას ჩვენ გეტყვით. მომავალში  შეგიძლიათ It’s like hitting one’s head against a brick თქვათ. Hitting a brick wall იდიომია, რომელიც იმედგაცრუებას გამოხატავს. რა შემთხვევაში გამოიყენებდი ქართულ ვარიანტს? თუკი ვინმეს რაიმეს უხსნი, თუმცა მცდელობა უშედეგოა და ფარხმალი დაყარე. ანალოგიურ სიტუაციაში შეგიძლია გამოიყენო Hitting a brick wall.  გამოდის, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან დაბრკოლებას ან ბარიერს აღნიშნავს, რომელიც ხელს უშლის სიტუაციის შემდგომ პროგრესს.

 

To fly off the handle

 

To fly off the handle იდიომატური გამოთქმაა, რომელიც უკიდურეს გაბრაზებას ან აღშფოთებას გამოხატავს.  მაგალითად, თუ ვინმე ამბობს: He really flew off the handle when he heard the news, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ძალიან გაბრაზდა ან განაწყენდა. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ეს რეაქცია გაზვიადებული იყოს. ქართულად ამას, ალბათ, ასე ვიტყოდით, პირიდან ცეცხლს ყრის.

 

გაოცება და შოკის მდგომარეობა

 

გაოცებისა და შოკის მდგომარეობის დროს რა გინდათ, რომ თქვათ? როგორც წესი, შესაბამისი სიტყვების მოძებნა ჭირს ხოლმე, ამიტომ ქვემოთ მოყვანილი ინგლისური ფრაზები დაგეხმარებათ.

 

Eyes pop out of one’s head

 

გამოთქმა Eyes pop out of one’s head გაკვირვების ან გაოცების აღსაწერად გამოიყენება. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ადამიანი მომხდარი ამბით იმდენად შოკირებული და  გაოგნებულია, რომ თვალები უფართოვდება.  მართალია, ეს იდიომი ქართულად რთულად თუ ითარგმნება, თუმცა მის ანალოგად შეგვიძლია ფრაზა  თვალები კეფაზე აუვიდა მივიჩნიოთ.

 

Make someone’s blood run cold

 

როგორც აღვნიშნეთ,  რთულია შოკირებული ადამიანის მდგომარეობის ყოველდღიური ლექსიკით აღწერა. სწორედ ამიტომ, მივმართავთ ისეთ გამოთქმებს, რომლებიც მეტაფორული მნიშვნელობისაა. ასეთ ფრაზად Make someone’s blood run cold მიიჩნევა.  ეს იდიომი ემოციურ ზემოქმედებას აღწერს, რომელიც იმდენად შოკისმომგვრელი ან საშიშია, რომ თითქოს სხეულის ტემპერატურა ეცემა და სიცივეს გრძნობთ. ქართულ ენაში გამოვიყენებდით — ძარღვებში სისხლი გამეყინა.        

 

დაბნეულობა და გაურკვევლობა

 

დაბნეულობა და გაურკვევლობა ძალიან ჰგავს შოკის მდგომარეობას, ამ დროსაც რთულია ხოლმე  შესაბამისი სიტყვების მოძებნა. ამიტომ, სანამ საუკეთესო ინგლისურის კურსებს  მიმართავდეთ,  მანამდე ეს ვარიანტები გამოიყენეთ:

 

In a fog

In a fog პირდაპირი მნიშვნელობითაც —  ნისლიანი ამინდის აღსაწერად  — შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მეტაფორულად მას სულ სხვა დატვირთვა აქვს. ეს უკანასკნელი დაბნეულობას ან სიცხადის ნაკლებობას გამოხატავს. მაგალითად, თუკი იტყვით, რომ After the accident, she was in a fog, unable to process what had happened. თქვენ გულისხმობთ, რომ მას გარემოს ან სიტუაციის გაგება/გაანალიზება უჭირს. მოდით, უკეთ გასაგებად ქართული ვარიანტი დავიხმაროთ,   აქ, ალბათ, იტყოდით, რომ მას გონება დაებინდა.

 

Between a rock and a hard place

 

ვფიქრობთ, უამრავჯერ გამოგიყენებიათ ფრაზა ორ ცეცხლს შუა ვარ. ამით იმას კი არ გულისხმობთ, რომ ნამდვილად ორ დანთებულ ცეცხლს შორის ხართ მოქცეული, არამედ აღწერთ სიტუაციას, როდესაც რთული არჩევანის წინაშე დგახართ, რომელთაგან ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი ან არახელსაყრელია. ეს ერთგვარ დილემას აღწერს, სადაც გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არ არის. თუკი ინგლისურად საუბრისას მსგავსი იდიომის გამოყენება გსურთ, მაშინ უნდა იცოდეთ ფრაზა —  Between a rock and a hard place.

 

სიყვარული

 

სიყვარულის გამოხატვა არასოდესაა ზედმეტი, ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი შემდეგი  რჩევები.

 

Head over heels

 

ადამიანებისათვის სიყვარულის გაზიარება გინდათ, მაგრამ ბანალური გამომხატველობითი ფორმები მოგბეზრდათ და სხვა ფრაზები ინგლისურად არ გახსენდებათ? ინგლისური ფრაზები ამის შესაძლებლობას ნამდვილად მოგცემთ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ Head over heels.

 

Head over heels იდიომია, რომელიც ხშირად ძლიერი ემოციის ან აღგზნებული მდგომარეობის აღსაწერად გამოიყენება, რომელიც, როგორც წესი, ვინმეზე ღრმად შეყვარებას ან გატაცებას გამოხატავს. ქართული შესატყვისიც გაინტერესებთ? შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზა სიყვარულის ცეცხლი მოედო.

 

To treat somebody as the apple of one’s eye

 

თუკი სიყვარულისა და კეთილგანწყობის გამომხატველი წინა ვარიანტი არ მოგწონთ, ალტერნატივასაც გეტყვით. შეგიძლიათ  To treat somebody as the apple of one’s eye გამოიყენოთ, რომელიც მეორე ადამიანის მიმართ დიდ სიყვარულს, პატივისცემასა და მზრუნველობას გამოხატავს. ქართულში ამას თვალის ჩინის უწოდებენ ან უბრალოდ თქვით, რომ მზე და მთვარე ამოგდით ვინმეზე.

 

იმედი გვაქვს, საუკეთესო ინგლისურის ფრაზები, რომლებიც ამ ბლოგში ვახსენეთ  თქვენს ლექსიკას გაამდიდრებს და ემოციების მრავალფეროვან გამოხატვაში დაგეხმარებათ. ხოლო თუ მეტი იდიომის სწავლა გსურთ, მაშინ მოგვმართეთ ჩვენ, ბექას ინგლისური ენის ცენტრს.