9 რჩევა იმის შესახებ თუ როგორ ვისწავლოთ ინგლისური მარტივად

 

ვისწავლთ ერთად ინგლისური ენა ბექას სკოლაში

 

პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის სტრესულია, განსაკუთრებით როცა არ ვიცით საიდან დავიწყოთ. დაუძლეველი სირთულისა და შეცდომებით გამოწვეული სირცხვილის შიში ნორმალურია, მთავარია გვახსოვდეს რომ ყველამ ვინც ახლა C2 დონეზე ფლობს ინგლისურს,  ოდესღაც ნულიდან დაიწყო, ასე რომ შეუძლებელი და უსაშველოდ რთული არც თქვენთვისაა რამე. 

 

იმისათვის რომ გავიგოთ თუ როგორ ვისწავლოთ უცხო ენა (ნებისმიერი, არა მარტო ინგლისური) თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ თუ რატომ ვაკეთებთ ამას და რა შედეგს ველოდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოტივაცია მალე გაგვიქრება და ისევ შფოთვა დაისადგურებს. მიზნების დასახვის შემდეგ კი საუბარი იმაზეც შეიძლება თუ როგორ დავიწყოთ ინგლისურის სწავლა ეფექტურად.

 

რატომ უნდა შეგვეძლოს ინგლისურად საუბარი?

თანამედროვე ტემპით ცვალებად სამყაროში კითხვაზე რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური უამრავი პასუხი არსებობს. ინგლისურად მსოფლიოში ყველაზე მეტი, 1.3 მილიარდი ადამიანი საუბრობს, და აქედან მხოლოდ 370 მილიონისთვისაა ის მშობლიური. ეს ნიშნავს, რომ სხვა ეროვნების ადამიანთან საურთიერთოდ ყველაზე მეტად სწორედ ინგლისური გამოგადგებათ. მეტიც, მის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია დავამყაროთ კულტურული კავშირები და პროფესიულად დავიმკვიდროთ თავი საერთაშორისო ბაზარზე. 

 

ინგლისური გვაძლევს წვდომას უამრავ საგანმანათლებლო რესურსზე. არ აქვს მნიშვნელობა რას ვსწავლობთ, ინტერნეტში არსებული უფასო, ფასიანი, ოფიციალური თუ პირატული კურსების უმრავლესობა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამიტომ ინგლისურის გარეშე საგრძნობლად რთულდება პროგრამირების, აკადემიური წერის, ხატვის, პირველადი დახმარების, თასმის შეკვრის კრეატიული მეთოდებისა და იმის სწავლა თუ როგორ ვისწავლოთ ინგლისური! ამიტომ ჩვენ მოგიგროვეთ და გამართული, ლაკონიური ქართულით ჩამოგიყალიბეთ რამდენიმე რჩევა იმის შესახებ თუ როგორ ვისწავლოთ სალაპარაკო ინგლისური დამოუკიდებლად, ხოლო თუ უფრო სიღრმისეული ცოდნის მიღება გსურთ გაიარეთ ზოგადი ინგლისური ენის კურსი ბექას სკოლაში.

 

Tips & Tricks, ანუ ხრიკები თუ როგორ ვისწავლოთ ინგლისური

 

  1. უსმინეთ – ვიცით, ვიცით, ამაში აზრს ვერ ხედავთ, ინგლისური ხომ საკმარისად კარგად არ იცით, მაგრამ გვერწმუნეთ – როცა უცხო ენა გამუდმებით ჩაგესმით, შინაარსი რომც არ იცოდეთ, ქვეცნობიერად იწყებთ მოსაუბრეთა რიტმის, ინტონაციისა და ლექსიკის დამახსოვრებას, რაც შემდგომში საუბრისა და მოსმენის სქილების განგივითარებთ.
  2. ილაპარაკეთ – ხომ იცნობთ იმ ადამიანს რომელიც გაქცეულ უცხოელს ძლივს აბრუნებდა, საზღვარგარეთ გატარებული 1 თვის შემდეგ კი ენას აღარ აჩერებს? ეს სულაც არ არის შემთხვევითი, პრაქტიკა სწავლას ბევრად უფრო მარტივ და ბუნებრივ პროცესად აქცევს, ამიტომ ელაპარაკეთ ყველას – მეზობლებს, მეგობრებს, საკუთარ თავს სარკეში, ან დარეგისტრირდით კურსზე სალაპარაკო ინგლისური ენა ბექას სკოლაში.
  3. დასახეთ სწავლის სტრატეგია – ეფექტური კომუნიკაციისთვის მდიდარი ლექსიკა აუცილებელია, მაგრამ სიტყვების ანბანის მიხედვით დაზეპირება ბევრს ვერაფერს მოგცემთ. სცადეთ ჯერ საბაზისო ფრაზები, შემდეგ ხშირად გამოყენებადი ზმნები, შემდეგ კი ერთი თემის გარშემო გაერთიანებული ტერმინები ისწავლოთ.  “ბექას სკოლამ” ყველაზე გამოყენებადი სიტყვები ერთ კოხტა ფაილად გააერთიანა, და თქვენი ანგლოფონური მოგზაურობაც სწორედ აქედან შეგიძლიათ დაიწყოთ. 
  4. გრამატიკა – მას შემდეგ რაც საბაზისო ფრაზებსა და წარმოთქმის თავისებურებებში გაერკვევით, კარგია თუ ამ ყველაფერს გრამატიკის მარტივ კანონებსაც წაახმართ. ეს დაგეხმარებათ არა მარტო წინადადებების უფრო ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებაში, არამედ ენის ლოგიკისა და ზოგადი მექანიზმის გათვითცნობიერებაშიც. 
  5. წერეთ – მეტ-ნაკლებად გავერკვიეთ იმაში თუ როგორ ვისწავლოთ სალაპარაკო ინგლისური, ახლა კი სიღრმისეულ განვითარებაზე ვისაუბროთ.  წერა გეხმარებათ კომუნიკაციისთვის საჭირო ყველაზე მთავარ – ინგლისურად ფიქრში. დაიწყეთ დღიურის წარმოება თუნდაც რამდენიმე წინადადებით, პროგრესთან ერთად კი დავალებებიც გაირთულეთ, სცადეთ დაწეროთ აბზაცები, მცირე ჩანახატები და, როცა მზად იქნებით, ესეებიც. 
  6. ისწავლეთ შეცდომებისგან – შეცდომები მოსულა, ეს აქედანვე დაიმახსოვრეთ. არასწორად წარმოთქმული ყველა სიტყვა და მცდარი ჩანაწერი არის შანსი განვითარდეთ. დააკვირდით საკუთარ შეცდომებს, დაიმახსოვრეთ, და ეცადეთ შემდეგში აღარ გაიმეოროთ. ასე თავადაც შეძლებთ გაიგოთ თუ როგორ ვისწავლოთ ინგლისური. “Ever tried. Ever failed. No matter. Try again. Fail again. Fail better” – Samuel Beckett.
  7. გადაეშვით კულტურაში – ენის სწავლა ათმაგად გაგიადვილდებათ თუ კი მას საკუთარ ტვინში კონკრეტულ კონცეფციებს, წეს-ჩვეულებებსა და მანერებს დაუკავშირებთ. მოიძიეთ ტრადიციები, გამონათქვამები, ანეკდოტები და გაიგეთ მეტი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ. 
  8. დაიხმარეთ პროფესიონალი – თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რჩევა გაითვალისწინეთ, გამოცადეთ, გაითავისეთ და გაკმაყოფილებთ ის დონე რომელიც დაამყარეთ, ძალიან კარგი, ასე განაგრძეთ! მაგრამ თუ თვითგანათლება, ვიდეოები, საკუთარ თავთან ლაპარაკი და ეს ბლოგი არ გყოფნით, ან გყოფნით მაგრამ მეტი გსურთ, შეგიძლიათ ბექას სკოლაში ინგლისური ენის კურსები ონლაინაც კი გაიაროთ. 
  9. გაერთეთ – კითხვაზე როგორ ვისწავლოთ უცხო ენა, არაა აუცილებელი პასუხი ძვირიანი სასწავლებლები და დამღლელი გაკვეთილები იყოს, შეგიძლიათ ჩაერთოთ სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობებში – სასაუბრო და კინო კლუბებში, სპეციალიზებულ ვორქშოფებში ან თუნდაც ითამაშოთ მაფიის ღამე ბექას სკოლაში.

ახლა უკვე იცით რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური ენა, და რაც მთავარია, როგორ ვისწავლოთ ინგლისური ასე რომ ისღა დაგრჩენიათ თავდადება, მოთმინება და ამერიკული სერიალები მოიმარაგოთ და საქმეს შეუდგეთ. გახსოვდეთ, nobody’s perfect, ამიტომ არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების. პერიოდულად კი შეავსეთ ინგლისური ენის ტესტები და შეამოწმეთ საკუთარი პროგრესი.