იტალიური ნაყინი მსოფლიოშია ცნობილი თავისი სიგემრიელით, მრავალფეროვნებითა და ნატურალურობით. შეიძლება ითქვას, მისი გემო სიხარულის ზეიმის გამომწვევია. მეცნიერების მიერ კი დადგენილია, რომ ნაყინი სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სადესერტო კერძის გამომგონებლებად იტალიელები ითვლებიან, მათ მოხმარებაში შეერთებული შტატები უსწრებენ, სადაც თითო ადამიანი წელიწადში საშუალოდ 23 კილოგრამ ნაყინს მიირთმევს. შემდეგ ადგილზე დგანან რუსეთი, დანია, ნორვეგია, შვეცია (20 კილოგრამი თითო სულ მოსახლეზე). იტალიელები მხოლოდ 15 კილოგრამ ნაყინს სჯერდებიან წელიწადში.

იტალიაში წლის განმავლობაში ნაყინზე 5 მილიარდი ევრო იხარჯება, რომლის უდიდესი წილი ცხელ სეზონზე მოდის. იგი იწარმოება ხელოსნური და ინდუსტრიული წესით, საიდანაც პირველი სახით დამზადებული 15 000 სანაყინეში (დიდი, თუ მცირე ზომის) კეთდება, ხოლო მეორე-რამდენიმე ასეულ საწარმოში, რომელთაგან მხოლოდ ოთხია უდიდესი.

თუკი 90-იან წლებში ეგზოტიკურ გემოთა ბუმი იდგა, ბოლო ხანებში კვლავ ბრუნდება ტრადიციული მოდა, სადაც ყველაზე პოპულარულია შოკოლადის, მარწყვის, ლიმონის, კრემის გემოები. თუმცა, კვლავ მაღალი მოთხოვნაა ციტრუსებისაგან დამზადებულ ვარიაციებზე, ნამცხვარ მიმოზაზე, რომით დამზადებულ ქოქოსისწვენშეზავებულ კარაიბულ კოქტეილზე და სხვა, რომელნიც ნაყინის სახით მზადდება.

ნაყინის ფასი იტალიაში ზომის მიხედვით მერყეობს 1,40-3 ევროს შორის. სახლში წასაღებად კი 500 გრ-1,5 კგ. ნაყინი 11 ევრომდე შეგიძლიათ შეიძინოთ.

დატოვე კომენტარი