გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიხთან ერთად დაუკრავს

ქართველი პიანისტი მარტა არგერიხის ფესტივალზე ჰამბურგში 27 ივნისს წარდგება.
გიორგი გიგაშვილი

გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიხთან ერთად დაუკრავს. ქართველი მუსიკოსი ლეგენდარულ პიანისტთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში Laeiszhalle-ში 27 ივნისს წარდგება. კონცერტი თავად მარტა არგერიხის ფესტივალის ფარგლებში შედგება, რომელიც 20-დან 30 ივნისამდე ჰამბურგში გაიმართება. ქართველი პიანისტი ლისტის მეფისტო-ვალსს S 514 და სკრიაბინის ვალსს As-Dur op. 38 შეასრულებს. 

2019 წელს გიორგი გიგაშვილს ვიგოს საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალის ჟიურიმ, მარტა არგერიხის თავმჯდომარეობით, პირველი პრემია გადასცა. 2021 წელს კი ქართველი პიანისტი მარტა არგერიხის სტიპენდიატი გახდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Exploited

The Exploited – ჰარდქორ -პანკის პიონერები, Elektrowerk-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

Kordz x Sakamoto: A Ryuichi Sakamoto Tribute Concert

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, 19 ივნისს, Kordz x Sakamoto: A Ryuichi Sakamoto Tribute Concert გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

„ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრი საქართველოს პირველად ეწვია.
მეტი

რიანას თქმით, მისი ახალი მუსიკალური ნამუშევარი „გასაოცარი” უნდა იყოს და პიროვნულ ზრდას გამოხატავდეს

მუსიკალურ შემოქმედებასთან დაკავშირებულ გეგმებზე რიანა ჟურნალისტებს Fenty Beauty-ის ღონისძიების მსვლელობისას ესაუბრა.
მეტი

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში კონცერტების სერია გაიმართება

28 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით მსმენელის წინაშე ქართველი და პოლონელი მუსიკოსები წარდგებიან.
მეტი

Მუსიკალური საღამოების სერია Zenaari ნორვეგიელ მუსიკოსს Stain Westerhus-ისა და  Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილი) კონცერტს წარმოგიდგენთ

9 მაისს ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკალური საღამოების სერია Zenaari კლუბ Bassian-ში ნორვეგიული ავანგარდული ჯაზის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას, მკვლევარსა…
მეტი