ოლივია როდრიგო ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც BRIT Billion Award მიიღო

რამდენიმე დღის წინ როდრიგომ თავისი უახლესი სინგლი Bad Idea Right? Და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა.
ფოტო: Polydor

20 წლის ასაკში, ოლივია როდრიგო ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც BRIT Billion Award მიიღო. ეს ჯილდო გადაეცემათ იმ არტისტებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით მილიონ სტრიმს გადააჭარბებენ. მონაცემებს ჩარტების მთვლელი ოფიციალური კომპანია Official Charts Company ადგენს.

რამდენიმე დღის წინ როდრიგომ თავისი უახლესი სინგლი Bad Idea Right? და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. 8 სექტემბერს კი მომღერალი მეორე სტუდიურ ალბომს სახელწოდებით GUTS გამოსცემს.

2022 წლის თებერვალში ოლივია როდრიგომ BRIT Awards-ზე საუკეთესო საერთაშორისო სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა. მას ჯილდო გადაეცა ტრეკისათვის Good 4 U. როდრიგო ასევე წარდგენილი იყო საუკეთესო საერთაშორისო არტისტის ნომინაციაშიც, თუმცა ამ კატეგორიაში ბილი აილიშმა გაიმარჯვა.  

ოლივია როდრიგო მე-19 არტისტია, რომელმაც BRIT Billion Award დაიმსახურა. BRIT Billion Award-ის მფლობელები სხვადასხვა დროს გახდნენ ისეთი ცნობილი სოლო შემსრულებლები, დუოები და მუსიკალური კოლექტივები, როგორებიც არიან: ABBA, Coldplay, მერაია ქერი და უიტნი ჰიუსტონი; რეპერი J Tracey და Headie One; ენ-მერი, ელი გოლდინგი, ჯორჯ ეზრა, ლუისი კაპალდი, RAYE, რიტა ორა და სემ სმითი. 

BRIT Billion Award ასევე მიიღეს ლანა დელ რეიმ, ჯეიმს ართურმა, Queen-მა, Wizkid-მა და ბეკი ჰილმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ბერლინის კონცერტჰაუსის სცენაზე წარდგება

შემდეგი სტატია

Doja Cat გამომწერების დაკარგვას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

„ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრი საქართველოს პირველად ეწვია.
მეტი

რიანას თქმით, მისი ახალი მუსიკალური ნამუშევარი „გასაოცარი” უნდა იყოს და პიროვნულ ზრდას გამოხატავდეს

მუსიკალურ შემოქმედებასთან დაკავშირებულ გეგმებზე რიანა ჟურნალისტებს Fenty Beauty-ის ღონისძიების მსვლელობისას ესაუბრა.
მეტი

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში კონცერტების სერია გაიმართება

28 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით მსმენელის წინაშე ქართველი და პოლონელი მუსიკოსები წარდგებიან.
მეტი

Მუსიკალური საღამოების სერია Zenaari ნორვეგიელ მუსიკოსს Stain Westerhus-ისა და  Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილი) კონცერტს წარმოგიდგენთ

9 მაისს ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკალური საღამოების სერია Zenaari კლუბ Bassian-ში ნორვეგიული ავანგარდული ჯაზის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას, მკვლევარსა…
მეტი