მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

602cccc199072
ინგა მურუსიძე
17.02.21 11:47
7210
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ბოლო წლებში ძალიან დაიტვირთა ბაგები-წყნეთის მიმართულება და სწორედ ეს ხიდი გააჩენს ახალ გზას.

„2020 წელს გვქონდა დაგეგმილი ამ სამუშაოების დაწყება, თუმცა პანდემიის გამო მოგვიწია, სამუშაოების განხორციელება გადაგვეწია დროში. გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის ასაშენებლად, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ადამიანებს ექნებათ რამდენიმე ალტერნატივა კონკრეტული გზის საშუალებით“, - განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, ხიდი განთავსდება უკვე რსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ და უნივერსიტეტის XI კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს ბაგებში, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. უახლოეს მომავალში გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით, წელიწადნახევარი-ორი წელი დასჭირდება პროექტის დასრულებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 


შეგახსნებთ, პროექტის სავარაუდო ღირებულება 34,9 მლნ ლარია.