მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში კოსმოსის დაბინძურებისთვის სატელიტური ტელეკომპანია პირველად დააჯარიმეს

სატელიტური TV

მსოფლიოს მასშტაბით პირველად, აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ტელეკომპანია არასწორ ადგილას გაშვებული სატელიტის გამო  $150 000-ით დააჯარიმა. კომისიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია Dish Network, სატელიტ-EchoStar-7-ის დეორბიტაციის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა, რომელიც კოსმოსში 2002 წელს გაიგზავნა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა უწყებამ კოსმოსში ნარჩენების შესახებ კანონი აღასრულა და სატელიტის გაშვების პოლიტიკა გაამყარა.

ტელეკომპანია მას შემდეგ დაჯარიმდა, რაც მან თავისი სატელიტი შეთანხმებულ სიმაღლეზე მაღლა გაუშვა, რითაც, ორბიტალური ნარჩენების ზრდის საფრთხე გააჩინა. 

EchoStar-7 2002 წელს გეოსტაციონარულ ორბიტაზე გაიგზავნა, რომელიც დედამიწიდან 36 ათასი კილომეტრის ზევით იწყება.  2012 წელს, მას შემდეგ რაც სატელიტმა საოპერაციო ვადა ამოწურა, ტელეკომპანიამ სატელიტის 300კმ-ით ზემოთ გაგზავნა მოინდომა, რითაც “სასაფლაო ორბიტაში” გადადიოდა და სხვა სატელიტებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა. მაგრამ შეზღუდული საწვავის გამო, კომპანიამ სატელიტი გეოსტაციონარულ ორბიტაზე 120 კმ-ით ზევით გაუშვა. 

კომუნიკაციების კომისიამ თავისი განცხადებით გააჟღერა, რომ კოსმოსური ნარჩენების კანონს მკაცრად აღასრულებს, რის გამოც ტელეკომპანია Dish Network-ს შეცდომის გამოსწორების ვალდებულება და $150 000-იანი ჯარიმა დაეკისრა.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს თქმით, კოსმოსში მილიონობით ნარჩენია, რომლის ზომაც ერთ სანტიმეტრს აღემატება, რითაც კოსმოსური ხომალდის წყობიდან გამოყვანა შეუძლია. ორბიტაზე ნარჩენების მიერ გამოწვეული პრობლემა უკვე არსებობს. გასულ წელს ჩინეთისა და რუსეთის სატელიტებს ერთმანეთთან შეჯახებისგან მხოლოდ 14.5 მეტრი აშორებდათ.