მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში დეფლაცია ფიქსირდება

ჩინეთი

ჩინეთის მასშტაბით მორიგი ეკონომიკური გამოწვევა იწყება - ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება და წინა წელთან შედარებით სამომხმარებლო ფასების შემცირების მაჩვენებელი 0.8%-ს შეადგენს, რაც ბოლო 15 წლის მინიმუმია.

ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფასები მცირდება, რაც ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოსათვის სასურველი მოცემულობა არ არის, რადგან ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს, ჩინეთის მთავრობას კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6%-იან წლიურ ზრდაზე აქვს გათვლები გაკეთებული.

დეფლაციის განმაპირობებელ მიზეზებს შორის უმთავრესი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის მასშტაბით გაძვირებული კრედიტია, რასაც განსაკუთრებით ართულებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით არსებული ვითარება და უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი რისკები.