მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული Teleperformance-ი Majorel-ს შეიძენს - რა ვიცით?

ტელეპერფო

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ციფრული ბიზნეს სერვისების საერთაშორისო გიგანტი Teleperformance-ი ამავე სფეროში მოქმედ Majorel-ის 80%-იან წილს 3 მილიარდ ევროდ შეიძენდა. ამ დრომდე ორ კომპანიას შორის შეთანხმების დეტალები ცნობილი არ იყო, თუმცა Majorel Georgia-ს გენერალური დირექტორი, ალექსანდერ მირონენკო, BMG-სთან ამ ცვლილებას დადებითად აფასებდა.

რამდენიმე დღის წინ Teleperformance-მა ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ორ კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და ციფრული სერვისების გლობალურმა გიგანტმა ლუქსემბურგული Majorel-ის მიერ წარდგენილი აქტივების 98.45% თითქმის €3 მილიარდად (€2 953 445 130) შეიძინა.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეთანხმების პირველი ეტაპი 27 ოქტომბერს დასრულდა, გარიგების შემდგომი ეტაპი კი 3 ნოემბერს დასრულდება, რის შემდეგაც Teleperformance შეთანხმების შესახებ კიდევ უფრო მეტ დეტალს გაასაჯაროებს.

Teleperformance-მა Majorel-ის 80%-იანი წილის მქონე კომპანიებს, Saham Group-სა და Bertelsmann-ს, შესყიდვის შეთავაზება ჯერ კიდევ აპრილში წარადგინა და განაცხადა, რომ ორი კომპანიის საერთო წლიური მოგება $12 მილიარდს მიუახლოვდებოდა.

ცნობისთვის, Majorel-ი საქართველოში 2016 წლიდან შემოვიდა და, ამ დრომდე, კომპანიას ქვეყანაში 3000-მდე კადრი ჰყავს დასაქმებული, რომლებიც თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს სხვადასხვა ბიზნეს პროცესის მართვის სერვისებს სთავაზობენ.