მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქალის ძალა, ქალის მომავალი“ - იწყება პროექტი, რომლის ბიუჯეტი $3 მილიონამდეა

63e6ae2065f4b
თელარა გელანტია
11.02.23 23:36
784
„ქალის ძალა, ქალის მომავალი“ - „ქეა კავკასიამ“ სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური სამწლიანი პროექტი დაიწყო, რომელიც ადგილობრივ და რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.

პროექტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტი აფინანსებს და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2,962,500 დოლარია.

პროექტის „ქალი ძალა, ქალის მომავალი“ მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, სამართლიანობისა და მეწარმეობის ხელშეწყობით, ასევე ტრანს სასაზღვრო ვაჭრობასა და ბიზნეს ურთიერთობებში ქალების ლიდერული მონაწილეობის მხარდაჭერით.

„ქეა ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქალებისთვის, რამდენადაც სწორედ ქალების ჩართულობით და ლიდერობით შევძლებთ შევამციროთ სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური დაძაბულობის კერების აღმოცენების და არსებული კონფლიქტების ფონზე, მნიშვნელოვანია რეგიონალურ დონეზე ახალი პარტნიორობის არხების და კავშირების გაჩენა და კერძო სექტორის პოტენციალის მეტად გამოყენება“, - აღნიშნა “ქეა კავკასიის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხაჩიძემ.

საქართველოში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორებს შორისაა სომხეთში WINNET - ქსელი, აზერბაიჯანში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) და ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“.

“მოხარული ვარ, რომ ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მონაწილეა ისეთი მასშტაბური პროექტის, რასაც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება ჰქვია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე მათი ცოდნის და უნარების განვითარებას, ფინანსებზე წვდომას და ციფრულ ეკონომიკაში მათ ინტეგრირებას საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით. დარწმუნებული ვარ, პროექტში ჩართულ ძლიერ პარტნიორებთან ერთად სწრაფად და ეფექტიანად შევძლებთ ქალების ჩართვას სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ლოკალურად და მათი ბიზნეს-კავშირების დამყარებას რეგიონალურ დონეზე“, - განაცხადა ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ.