მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეშვი“ და „ნევერნოთ ჯეველერი“ - ქართული სამკაულები ექსპორტზე გავიდა

5f1f07b5bc324
ნუცა ბაზლიძე
27.07.20 23:00
3372
კომპანიების „ეშვის“ და „ნევერნოთ ჯეველერის“ მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპის, აზიისა და ამერიკის მასშტაბით ექსპორტზე გავიდა. „ეშვისა“ და ნევერნოთ ჯეველერის“ კრეატიული დირექტორის ნათია ჩხარტიშვილის განცხადებით, მათ მიერ საქართველოში წარმოებული სამკაულების საექსპორტო არეალი მოიცავს ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიცაა: გერმანია, დანია, ინგლისი და საფრანგეთი.

„ეშვი“ ვერცხლის სამკაულებს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე “SOLO Lounge”-სა და “MORE is LOVE”-ში ყიდის. „ნევერნოთ ჯეველერი“ კი - ოქროსა და ძვირფასი თვლებით გაწყობილ სამკაულებს აწარმოებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ რეალიზდება. ჯამში, ორივე კომპანიაში დაახლოებით 14 ადამიანია დასაქმებული.

ნათია ჩხარტიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ექსპორტის პირველი პარტიის განხორციელება, რომლის ღირებულება დაახლოებით 400 000 ლარი იყო, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მოახერხეს.

მისივე თქმით, სააგენტო კომპანიას საფრანგეთში გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარა, რამაც პროდუქციის პოპულარიზაციასა და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

„მხარდაჭერისთვის მივმართეთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ასე მოვხვდით პარიზის მოდის კვირეულზე, სამკაულების შოურუმში“, - ამბობს ჩხარტიშვილი.

გამოწვევებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ გარდა პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებებისა, პრობლემას ქმნის პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე ოპერატიულად მიწოდების საკითხი.

„უკეთესი იქნება, თუ საქართველოს და ევროპას შორის გზავნილების უფრო სწრაფი მიმოსვლა გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წარმოების ზრდის მზაობა გვაქვს და გვსურს, გამოფენაში კვლავ მივიღოთ მონაწილეობა“, - აღნიშნავს ის.