მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოჯახო მარანი, რომლის ღვინოც საფრანგეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში იყიდება

5af6cf205ba3a
მაია ბიწაძე
12.05.18 18:00
2857
მეღვინე ზურაბ თოფურიძის საოჯახო მარნის ღვინო ექსპორტზე გერმანიაში გავიდა. როგორც მარნის დამფუძნებელმა ზურა თოფურიძემ Bm.ge-ს განუცხადა, 2012 წლიდან მის მიერ წარმოებული "საფერავი" და "ჩხავერი" რამდენიმე საექსპორტო ბაზარზე იყიდება, კერძოდ საფრანგეთში, ბრიტანეთში, იტალიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში. როგორც მეღვინე განმარტავს, ამ ბაზრების ათვისება არ გაჭირვებია, რადგან ნატურალურ ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნა მაღალია და წლიდან წლამდე ექსპორტი, 15- 30%-ით სტაბილურად იზრდება.

"მარანი ორ რეგიონში მაქვს - გურიასა და კახეთში, რადგან ჩემთვის ორივე მეღვინეობის საუკეთესო რეგიონია. ვენახებიც ორივეგან გავაშენე, გურიაში 7,5 ჰექტარზე, კახეთში კი - 5 ჰექტარზე, წინანდალში შვიდი ჯიშის ყურძენი მაქვს. ამჟამად კახეთში საფერავს ვაწარმოებ, გურიაში კი ჩხავერს, მალე სხვა ღვინოებსაც დავაყენებ, რადგან ვენახებმა უკვე ნიშანი მომცეს და რთველზე სხვადასხვა ჯიშის ყურძენს მივიღებ. ჩემი მთავარი მიზანია ასორტიმენტი გავზარდო და ბაზარს უფრო მეტი სახეობის ღვინო შევთავაზო“ - განაცხადა ზურაბ თოფურიძემ.