მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან 1 ოქტომბრამდე კოვიდით 7 338 ორსული დაინფიცირდა

61844ac61dc77
თამთა ჯიჯავაძე
05.11.21 01:01
570
საქართველოში, ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენს. მათ შორის 2020 წელს 3 304, ხოლო 2021 წელს - 4 034 დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას წარმოადგენს, ის მოიცავს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს.

დოკუმენტის მიხედვით, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, ხოლო საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

NCDC-ის მიმოხილვით ირკვევა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ 1 დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების.


რაც შეეხება სიკვდილიანობას, COVID-19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, ლეტალობის მაჩვენებელი - 0.23% (2020 წელს - 1 შემთხვევა, ლეტალობის მაჩვენებელი - 0.03%; 2021 წელს - 16 შემთხვევა, ლეტალობის მაჩვენებელი - 0.4%).