მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თხევადი შპალერის საწარმო ამოქმედდა

62da42e4c93f0
მარიამ იზორია
22.07.22 10:31
944
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მარაბდაში კომპანიის "ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპის’’ თხევადი შპალერის საწარმო ამოქმედდა. თხევადი შპალერი მეორადი გადამუშავების პროდუქტია.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, "ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპის“ თხევადი შპალერი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება.

რაც შეეხება ინვესტიციას, საწარმოში 220 000 ლარზე მეტი ფინანსური რესურსი ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ თანხის ნაწილი, კერძოდ, 170 000 ლარი, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.

ცნობისთვის: სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 75 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 10.9 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარზე მეტია.