მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში აგვისტოში ჩავა

რეჯეპ თაიფ ერდოღანი

თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლოა აგვისტოში შედგეს, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ამ განცხადებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანი გამოვიდა. 


„ზუსტი თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული. ამ დროისთვის, საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროები და დაზვერვის სამსახურები მუშაობენ. ვიმედოვნებ, მათ მუშაობის შედეგად ვიზიტი აგვისტოში შედგება“, - განუცხადე ჟურნალისტებს ერდოღანმა. 
ამასთან, 3 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი დიპლომატიური არხებით იქნება შეთანხმებული.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ანკარაში ვიზიტის შესახებ პირველი ინფორმაცია 2 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოფიციალური ანკარა ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რათა მარცვლეულის შესახებ შეთანხმება გაგრძელდეს. მისი თქმით, თუ შეთანხმება დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედო იქნება, ეს დადებითად არავისზე აისახება.