მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის გიორგი ბარვენაშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატი ხდება?

ბარვენაშვილი

დღეს "ქართული ოცნების" ყრილობაზე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს.

,,ქართული ოცნების" სიის 3 ნომერს პარლამენტარის უფლებამოსილება უწყდება. BM.GE-სთვის პარტიიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მას პარლამენტში ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ჩაანაცვლებს.

გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მე­დი­ით პირ­ვე­ლად 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში გაჟ­ღერ­და, რაც იტალიაში, კომოს ტბაზე მის დაბადების დღეზე მიწვეულ ქართული ოცნების ლიდერებს უკავშირდებოდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, გიორგი ბარვანაშვილი საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების დამფუძნებელია.

ამასთან იგი ფლობს შპს ფფე-ს 100%-ს, შპს GORAGROUP-ის 100%-ს, შპს ჯი ჯი ჯი ჯორჯიას 25%-ს ისრაელის მოქალაქეებთან ერთად, შპს ნამა კონსალტინგის 34%-ს, შპს ტექნოკლიმა-ს 10%-ს, შპს ბიბი ჯგუფის 50%-ს და შპს ოდა-ს 50%-ს. ასევე, შპს parna-ს წილის 50%-ს კი, კომპანიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის 4 მოქალაქე ინაწილებს.

მომავალ დეპუტატს 120 000 ლარის ოდენობით თანხა აქვს გაღებული პოლიტიკური შეწირულობისთვის. 2018 წელს დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული. იგივე ოდენობის თანხა შესწირა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 2020 წელს.