ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0358222555
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარი საზეიმოდ ეკურთხა
24 ოქტ 2015
 
ბოლნისის ეპარქიას კიდევ ერთი ტაძარი შეემატა, რომელიც ბოლნისში სულიერებისა და რწმენის ქვაკუთხედად უნდა იქცეს. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ქალაქ ბოლნისს ელიას მთიდან დაჰყურებს, დღეს საზეიმოდ ეკურთხა. ღვთისმსახურება მაღალ-ყოვლად უსამღვდელოეს ბოლნელს მთავარ ეპისკოპოს ეფრემთან ერთად ხაშურისა და სურამის, თეთრიწყაროსა და მანგლისის, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსებმა აღავლინეს. ტაძრის მშენებლობა , ძველ ნანგრევებზე, მეუფე ეფრემის ლოცვა-კუთხევით 7 წლის წინ დაიწყო და ხალხის შემოწირულობებით აშენდა. საზეიმო ღვთისმსახურებას დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, სამღვდელო დასი, მრევლი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ტაძრის კურთხევასთან ერთად, ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის დაბადების დღეს ზეიმობს. ეპარქიების მეუფეებმა ბოლნელ ეპისკოპოს იუბილე მიულოცეს, სამონასტრო კომპლექსის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ტაძარს ხატები და ჯვარი გადასცეს. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარში მღდელმსახური დადგინდა. ახლადაშენებულ ტაძარში ღვთისმსახურებას ამიერიდან მამა შიო არჯევანიძე აღავლენს. ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი: ,,ეს დიდებული ტაძარი არის დღევანდელი ჩვენი ხალხის, ჩვენი რწმენის , სიყვარულის, ეროვნულობის ავტოპორტრეტი. როგორც უწმინდესი ბრძანებს, ამ ტაძრის აშენებით დღევანდელმა ჩვენმა ბოლნისის მოსახლეობამ გამოხატა თავისი ნება ღვთისდიდებისა, ერის სიყვარულისა, ერთობისა , სარწმუნოებისა. ღმერთმა გააძლიეროს, ღმერთმა გადაარჩინოს ჩვენი საქართველო მხოლოდ რწმენით, ეკლესია-მონატრების აშენებით და ერთად ყოფნით. ყველა პიროვნება მინდა დავლოცო, ვინც თუნდაც უმცირესი წვლილი შეიტანა ამ დიდებული ტაძრის აშენებაში. მთელი ბოლნისი მონაწილეობდა და მთელი მოსახლეობა. ღმერთმა გაგახაროთ, დიდი მადლობა ყველას“. გოგი მეშველიანი-ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ,,დღეს იკურთხა პეტრე-პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარი ელიას მთაზე და მინდა ყველა ბოლნისელს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ ტაძრის მადლი ჰფარავდეს ბოლნისსა და სრულიად საქართველოს“.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 9021
 
 
 
სიახლეები
აპრ 22 ორშ 2024
144
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 22 ორშ 2024
    144