საუკეთესო სააღდგომო პასკა ყველა გემოვნებისთვის

28 აპრ. 2021

საუკეთესო სააღდგომო პასკები ყველა გემოვნებისთვის

ალბათ დაგვეთანხმები, რომ აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი და სეზონის რჩეული ტკბილეული სწორედ პასკაა. სურნელოვანი, მძიმე, ფაფუკი და უზომოდ მადისაღმძვრელი – სწორედ ის სიტყვებია, რაც მას ყველაზე ზუსტად ახასიათებს.

ამის მიუხედავად, გვჯერა, რომ შენც ხშირად გიკამათია მეგობრებთან იდეალური პასკის მახასიათებლებზე: ქიშმიშით, თუ ქიშმიშის გარეშე? მინანქრით, თუ მხოლოდ შაქრით? ცუკატით, თუ მის გარეშე? ალბათ, ამ კითხვებზე პასუხი ყველა პასკის მოყვარულისთვის განსხვავებულია და მგონი, არც კი საჭიროებს შეთანხმებას.

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ პასკას ანიჭებ უპირატესობას, რადგან Bolt Food-ზე აუცილებლად აღმოაჩენ სწორედ ისეთს, რომელიც შენს ყველა კრიტერიუმს ზუსტად დააკმაყოფილებს!

გადაავლე თვალი ჩვენს რჩეულ ლოკაციებს, სადაც უგემრიელესი პასკის შეკვეთა შეგიძლია:

კახელები

კახელები

თუ კლასიკური, ქიშმიშებით სავსე პასკის მოყვარული ხარ – ბევრი აღარ ეძებო, კახელებში სწორად ასეთს მხოლოდ Bolt Food-ზე იპოვი.

სოფლიდან

პასკა_ სოფლიდან

ეს სწორედ ის პასკაა, რომელიც ყოველ სეზონზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალაქში. Სოფლიდან-ის მენიუში, მას სტამბის პასკა-ს სახელით იხილავ.

მუსკატი

პასკა ქიშმიშით ცუკატებით გაფორმებული

განსხვავებული პასკის მოყვარულთათვის, მუსკატის საფირმო პასკა საუკეთესო არჩევანია – ცუკატები, თეთრი შოკოლადი, ნუშის ფანტელები და ფორთოხლის ჩიფსი – მგონი აუცილებლად უნდა გასინჯო.

Პური გულიანი

ხაჭოს პასკა

და ხაჭოს პასკაზე რას იტყვი? პური გულიანის ხაჭოს პასკა სწორედ ისეთივე ფაფუკი, მრავალფეროვანი და არომატულია, როგორც ეს სურათზე ჩანს.

14 მარცვალი

14 მარცვალი

თუ შენც ჩვენსავით თვლი, რომ კარამელი ყველაფერს განსაკუთრებულად უხდება, მაშინ აუცილებლად უნდა გასინჯო 14 მარცვალის ხაჭოს პასკა კარამელით.

აზატო  

ცუკატით და შავი მინანქრით

კლასიკური პასკა, შავი შოკოლადის მინანქრით – რა შეიძლება იყოს ამ კომბინაციაზე უკეთესი? აზატოში ასეთი გემრიელობები გამორჩეულად კარგად გამოსდით.

აუგუსტი

აუგუსტი

აუგუსტის ნუშის პასკას, ნუშის კრემიც აქვს! და რაც მთავარია, უგემრიელესია. მგონი, ნამდვილად არ ღირს ასეთ სიამოვნებაზე უარის თქმა.

ისღა დაგრჩენია, აირჩიო რომელ მათგანს ისურვებდი – შეუკვეთე რჩეული და შენი სააღდგომო სუფრა სულ რამდენიმე წუთში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება. თან არ დაგავიწყდეს, რომ Bolt Food-ით პასკის შეკვეთისას, მიტანაზეც დაზოგავ.

ბოლო პოსტები