logo
Loading data...

"ბარამბო" - 2024 წელს ნაყინის გაყიდვების 24%-იან ზრდას ველოდებით

"ბარამბო" - 2024 წელს ნაყინის გაყიდვების 24%-იან ზრდას ველოდებით

1711719660

2024 წელს ნაყინის გაყიდვების 24%-იან ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანია "ბარამბოს" მარკეტინგის დირექტორმა ანი კუპრეიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ნაყინის კატეგორიის პროდუქტებზე 2023 წლის გაყიდვები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი.

ნაყინის  მოხმარების ბაზარი ყოველ წლიურად მზარდია, მოთხოვნა ნაყინის პროდუქტებზე ყოველწლიურად იზრდება რაც პროდუქციის გაყიდვებზეც აისახება”, - განაცხადა ანი კუპრეიშვილმა.

ცნობისთვის, ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანია "ბარამბო" სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ნაყინის პროდუქციას 15 წელია უწყვეტად აწარმოებს. "ბარამბოს" ქარხანა სოფელ ნატახტარში მდებარეობს და 400 მეტი ადამიანია დასაქმებული.

საწარმოში 200-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახის პროდუქტი იწარმოება როგორც ტკბილეულის, ასევე ნაყინის მიმართულებით. 2011 წლიდან კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის ექსპორტზე. დღეისათვის ტკბილეულის ექსპორტი ხორციელდება – უკრაინაში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სინგაპურში. გარდა ამისა, როგორც "ბარამბოს" მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით