logo
Loading data...

"მარიონელა" - საქორწილო კაბებზე მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა

"მარიონელა" - საქორწილო კაბებზე მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა

1709373600

2023 წელთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ "მარიონელას" თანადამფუძნებელმა ლელა ტურძელაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ძირითადად ისევ სადა კაბებზეა. 

"მოთხოვნა თანაბრადაა მაღალფასიან და დაბალფასიან მოდელებზე. საკუთარი დიზაინით შესრულებულ კაბებზე მოთხოვნა შემცირდა, რადგან ჩვენ შევთავაზეთ პატარძლებს ახალი კოლექციები, რომელიც მოდის უახლეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ადგილობრივი ბაზრის გარდა, შეკვეთები ძირითადად გვაქვს ამერიკიდან, არაბეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან და ა.შ. პროდუქტის დასამზადებელ მასალები ძირითადად მოგვაქვს თურქეთიდან შემოგვაქვს. სტამბოლში ტარდება საერთაშორისო გამოფენები, სადაც შესაძლებლობა გვეძლევა, შევიძინოთ უახლესი ქსოვილები, დამხმარე მასალები და ფურნიტურა", - განაცხადა ლელა ტურძელაძემ.

გარდა ამისა, როგორც "მარიონელას" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ბრენდი ექსპორტზე გასასვლელად აქტიურად მუშაობს. 

ცნობისთვის, "მარიონელა" მოდის ინდუსტრიაში სადედოფლო კაბების კუთხით 30 წლის წინ გამოჩნდა.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით