logo
Loading data...

ირაკლი პეტრიაშვილი: მოსახლეობისთვის მინიმალური ხელფასის დაწესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ირაკლი პეტრიაშვილი: მოსახლეობისთვის მინიმალური ხელფასის დაწესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

1708941480

ქვეყანაში მინიმალური ხელფასის შემოღება  სამუშაო ადგილების შემცირებას და ინფლაციას არ გამოიწვევს, -  ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორი" პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 12 555 ადამიანს ხელფასი 100-ლარზე ნაკლები აქვს.

"მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების ინიციატივა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, რომელიც სიღარიბის ზღვარზეა. უფსკრული წლიდან წლამდე იზრდება და ამაზე ციფრები მეტყველებს. 100-ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს 12 555 ადამიანს. 277 ფიზიკური პირი ფლობს იგივე შემოსავალს, რასაც 300 ათასი მოქალაქე. ბაზრის თავისუფლებამ, დერეგულაციამ ვერაფერი სასიკეთო ვერ გააკეთა და 2004 წლიდან 2024 წლამდე სიღარიბის მაჩვენებელი მხოლოდ 1,9%-ით არის შემცირებული. მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი და რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს არის სიმბოლური და 20 ლარად ვერავის დაიქირავებ - დიახ, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად ბიუჯეტის ძარცვა, ბიუჯეტისთვის თანხის არ გადახდა იმიტომ, რომ მე შემიძლია კონვერტით გადაგიხადოთ ხელფასი, თუმცა რეალურად რასაც კანონი მთხოვს იმდენი დაგიწეროთ და იმის შესაბამისი საგადასახადო გადავიხადო. ამას დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს?!

ჩვენ ვითხოვთ საშუალო ხელფასის 40%-ის დაწესებას, რაც დღეს 720 ლარი გამოდის", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელ ბიზნესს არანაირი პრობლემა არ აქვს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით