top of page
Search
  • Writer's picture

თუთიყუშის ბანაობის წესები

Updated: Feb 11, 2018

ტალღოვანი თუთიყუშები ძალიან ნაზი არსებები არიან, ცივდებიან ადვილად და შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები მათი დაბანის დროს:


გაითვალისწინეთ რომ, თუთიყუშის დაბანის დროს ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ.


5 წესი რომელიც დაბანამდე უნდა დავიცვათ:


●პირველ რიგში,თუთიყუში უნდა დაიბანოს მხოლოდ წყლით და არ უნდა საპონი,შამპუნი! შეიძლება ეს საზიანოც კი აღმოჩნდეს; ● წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და უნდა მოიმზადოთ წინასწარ; ● გალია რაც შეიძლება ახლოს უნდა გქონდეთ იმ ადგილთან, სადაც თუთიყუშს ბანთ;

● იმის გამო, რომ ბანაობის დროს თუთიყუშები სვამენ წყალს, ის უნდა იყოს სასმელი წყალი; ● დაიხმარეთ ვინმე წყლის დასხმაში.

როგორ გავიაროთ ეს პროცესი

თუთიყუში თავისი გალიით შეიყვანეთ ვანაში, დაიჭირეთ კარგად რომ არ გაგიფრინდეთ და ამავდროულად ეცადეთ, რომ არაფერი არ ატკინოს. მეორემ (ის ვინც თქვენ თუთოს დაბანვაში გეხმარებათ) უნდა დაასხას თუთიყუშს წყალი, კარგად დაასველეთ, ჯერ ფრთებზე და მუცელზე დაასხით,ხოლო შემდეგ თავზე დაასხით- ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ შეიძლება სუნთქვა გაუჭირდეს. კარგად რომ დასველდება შეგიძლიათ პირსახოცში გაახვიოთ შემდეგ შესვით გალიაში და დადგით თბილ ადგილას.


! თუ ჩიტს შესცივდა დადგით გალიის თავზე ელექტრონათურა. გალიის საპირისპირო მხარეს, ბოლოში გაუკეთეთ ჩრდილი, რომ გამშრალმა და გამთბარმა ფრინველმა თავიდან აიცილოს გადახურება.


რატომ მაინც და მაინც ორი ადამიანი

შეიძლება ადვილად გეჩვენებათ, თუმცა თუთიყუშის დაბანვა საკმაოდ რთულია თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შეიძლება გაგიფრინდეთ. ამიტომ კარგად უნდა დაიჭიროთ და გირჩევთ მოიხმაროთ თქვენი ოჯახის წევრიც.


გაფრთხილება!

არ გარისკოთ და არ მიუშვათ თავის ნებაზე თუთიყუში ონკანთან, შეიძლება ზოგი ამას მიჩვეულია, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ თუთიყუშები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შეიძლება ზოგს არ გამოუვიდეს ონკანთან თავისით დაბანვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძება ფრინველისთვის წყლის შესხმა. ეს არა მარტო უსიამოვნოა თქვენი ბინადარისთვის და შეიძლება იმოქმედოს თქვენდამი ნდობაზე, არამედ საშიშიცაა, რადგან ჩიტი სულ ადვილად შეიძლება დაიხრჩოს სულ მცირე რაოდენობის წყალში მაშინაც კი, თუ სულ ოდნავ ჩაისუნთქა წყლის რამოდენიმე წვეთი.


და ბოლოს..

ასევე შეგიძლიათ იყიდოთ გალიაზე მისამაგრებელი ვანა (8 ლარი ღირს დაახლოებით), რომელიც დაეხმარება თუთიყუშს გაგრილებაში. თუ თქვენი ტალღოვანი არაა მიჩვეული ბანაობას, ამ პროცესით დაინტერესებაში დაეხმარება სარკე, რომელიც უნდა ჩადოთ აბაზანაში გალიაზე მისამაგრებელ აბაზანაში, ან ნებისმიერი სათამაშო. თუთიყუშების უმრავლესობას უყვარს ბანაობა პატრონის თანდასწრებით. ამაში თქვენი მონაწილეობა გამოიხატება აბაზანაში ჩასხმული წყლის თითებით ამოძრავება და გაწუწვაში, ასევე მხიარულ საუბრებში. 2 თვეში ერთხელ მაინც აუცილებელია მათი კარგად დაბანვა. სახლის პირობებში ისინი ძალიან იშვიათად ჭუჭყიანდებიან, მაგრამ თუ შეამჩნევთ რომ ძალიან იქექება, დროა ჩაატაროთ ეს პროცესი!





6,825 views0 comments
bottom of page