top of page

"ბუს" ტოტემი

Updated: Nov 22, 2019

ბუ, როგორც სულიერი ცხოველი განასახიერებს ცოდნასთან და ინტუიციასთან ღრმა კავშირს. თუ შენი ტოტემი ბუა, მაშინ შენ გაქვს თანდაყოლილი ნიჭი დაინახო ის, რაც უმეტესობისთვის უხილავია. როდესაც ბუ გვევლინება სულიერი ცხოველის სახით გიდად შენ იწყებ რეალობის დანახვას ილუზიების მიღმა.ბუ აგრეთვე გვთავაზობს იმ შთაგონებასა და წინამძღვრობას, რაც საჭიროა ცხოვრების ღმად დამალული მაგიის აღმოსაჩენად.ბუ სიბნელეში ხედავს: როგორც სულიერი ცხოველი, ბუ წინ მიგიძღვის, რათა დაგანახოს ყველაფერი რაც ილუზიების მიღმაა, ის გეხმარება დაინახო დაფარული. ის ასევე განასახიერებს უნარს, რომელიც ადამიანების ნამდვილი მოტივებისა და მათი ქცევის მიზეზების ამოცნობასთანაა დაკავშირებული.

როდესაც ბუ შენი სულიერი ცხოველია, შენ გაქვს ძლიერი ინტუიცია და წვდომა ისეთ ინფორმაციასა და ცოდნაზე, რაც ძირითადაც სხვებისთვის დაფარული და

ხელმიუწვდომელია. ეს სულიერი ცხოველი გიბიძგებს იყურო ფასადს მიღმა, რათა აღიქვა ნამდვილი რეალობა და ადამიანების მოტივები.ჩიტებს, განსაკუთრებით კი ღამის ფრინველებს, აასოცირებენ წაბრძანებულ სულებთან. ბუ ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის. ზოგ რწმენაში, ისინი მიიჩნევია ცუდ ნიშნად, რაც ნათესავის ან ახლობელი ადამიანის უეცარ გარდაცვალებაზე მიანიშნებდა. რომაელებს იმისაც კი სწამდათ, რომ სახელისუფლო შენობის თავზე ბუს გამოჩენა სახალხო ფიგურის გარდაცვალებას მოასწავებდა.ასკეტების ტრადიციაში ბუ, როგორც ღამის ფრინველი, ასოცირდებოდა სიკვდილის მბრძანებელთან. მსგავსი ასოციაციები ჰქონდათ ბუსთან მიმართებაში კელტებსაც, რომელთან ეს ფრინველი სიკვდილის მომასწავებელი ეგონათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუ სახლის ფანჯარაში შეფრინდებოდა, სადაც ავადმყოფი იმყოფებოდა. ის მიაჩნდათ სულიერ ცხოველად, რომელსაც საიქიოში გადაჰყავდა სულები.


ამ ფრინველებს უყვართ თავისთვის წყნარად და მშვიდად ჯდომა, რათა დააკვირდნენ გარემოებებს. გარდა ამისა, ბუ მიანიშნებს იმაზე, რომ საკუთარი ცხოვრება ხმაურიან გარემოს უნდა ჩამოაშორო. დამშვიდდი და დააკვირდი გარშემო სამყაროს. ამასთან ერთად, სტაბილურობა და სიჩქარის შენელება დაგეხმარება მიიღო მაქსიმალური ცოდნა, რასაც ბუ გთავაზობს. როდესაც ეს ცხოველი შენთანაა გაქვს შესაძლებლობა დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ბუ თვალებს გიხელს, რათა დაინახო როგორაა მოწყობილი სამყარო. გაგაკვირვებს ის რისი დანახვაც შეგიძლია. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ ბუ მიდის იმ ადამიანებთან, რომელთაც სჭირდებათ ცხოვრების გარკვეული ნაწილი უკან მოიტოვონ. ამის გათვალისწინებით, ბუ გიბიძგებს მოუსმინო საკუთარ შინაგან ხმას და უფლება მისცე თავს შენმა ცოდნამ ცხოვრების სწორ გზაზე წაგიყვანოს.ეს ფრინველი გრძნობს, რომ სიბნელისა და შიშის მიღმა სინათლე, დიდი ცოდნა და ბედნიერება იმალება.

თარგმანი; Ella Bashe






148 views0 comments
bottom of page