Posted by: burusi | 25/07/2009

გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი

გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი

გალაკტიონი – Galaktion Tabidze (1891 – 1959)

გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი
Galaktion Tabidze (Museum)

დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის ინიციატივითა და ქველმოქმედთა ხელშეწყობით დაარსდა. მუზეუმი პოეტის დაკრძალვის დღიდან ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ – 1999 წლის 21 მარტს გაიხსნა.

ამ სახლში გალაკტიონი 1935 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე – 1959 წლამდე ცხოვრობდა. მუზეუმი სამ ოთახს აერთიანებს. ექსკურსი პოეტის სამუშაო ოთახიდან იღებს სათავეს. საწერი მაგიდა, კალამი, სამელნე – თითოეული ნივთი იმ გარემოს აღდგენის საშუალებას იძლევა, სადაც გალაკტიონის გენიალური პოეზია იბადებოდა.

განსაკუთრებული ადგილი მუზეუმში წარმოდგენილ ექსპოზიციაში ფოტოებს უჭირავს. მდიდარი ფოტომასალა გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მემატიანედ იქცა. ბავშვობის ამსახველი ფოტოების სერია მომდევნო ოთახში გრძელდება და პოეტის დაკრძალვისადმი მიძღვნილ გვირგვინთან სრულდება.

გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმართება ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები მწერლებთან. ყოველწლიურად, ღონისძიებების სახით აღინიშნება პოეტის დაბადებისა (17 ნოემბერი) და გარდაცვალების (17 მარტი) დღეები.

მუზეუმი ხშირად უწევს მასპინძლობას უცხოელ სტუმრებსაც. მათთვის ექსკურსი ინგლისურ და გერმანულ ენებზე წარიმართება.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე კვირისა და ორშაბათის გარდა 11:00-დან 17:00 საათამდე
მისამართი: მარჯანიშვილის N4
ტელ: (+995 32) 94 01 34

წყარო:
http://www.tbilisi.gov.ge


პასუხები

  1. გამარჯობა!საინტერესო ფოტოებია.ჩემთვის პირველი პოეტია გალაკტიონი.აუცილებლად ვინახულებ მის სახლ-მუზეომს.ძალიან მაინტერესებს.

  2. და ეგ სახლმუზეუმი სად არის? 🙂

  3. vanshi


დატოვე კომენტარი

კატეგორიები