LIVE

ამსტერდამი, შესაძლოა, ევროპის ახალი ფინანსური ცენტრი გახდეს

16 თებ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1582
ამსტერდამი, შესაძლოა, ევროპის ახალი ფინანსური ცენტრი გახდეს
Dean Mouhtaropoulos/Getty Images

Brexit-ის ძალაში შესვლიდან თითქმის რამდენიმე კვირის შემდეგ, ამსტერდამი აქციების მთავარი ევროპული ქალაქის ტიტულს იძენს. ეს შეიძლება აღქმის საკითხი იყოს, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილებები ბაზრისთვის მნიშვნელოვანია.

ბოლო დღეების განმავლობაში ჰოლანდიის დედაქალაქი ორი გახმაურებული ლისტინგისთვის შეირჩა. იანვარში კი ის ევროპული აქციებით ვაჭრობის წამყვან პოზიციაზე იყო.

ქალაქის ევროპული კაპიტალის გარიგებებში უეცარი დომინირება Brexit-ით გამოწვეულ გაუთვალისწინებელ გეგმებს უკავშირდება. Cboe– მ და London Exchange Group – ის Turquoise პლატფორმამ ნიდერლანდები აირჩიეს, როგორც ევროკავშირის წილებით ვაჭრობისთვის მათი ალტერნატიული ადგილი. მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის Brexit-ის სავაჭრო გარიგება ფინანსური მომსახურების გარეშე შედგა, ამსტერდამის წილის მოცულობა ლონდონის შემცირებისთანავე დაჩქარდა.

შესაძლოა ნიდერლანდები ისტორიული კავშირებითაც სარგებლობს, რომლებიც ანგლო-ჰოლანდიური ბიზნესებით არის წარმოდგენილი, როგორიცაა Royal Dutch Shell და Unilever. გადამწყვეტი ფაქტორია ისიც, რომ ნიდერლანდებში ინგლისური ენა ფართოდ გავრცელებულია. ამასთან, ამსტერდამი წარმოადგენს მაღალი სიხშირის სავაჭრო ფირმების ჰაბს, ქსელის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.

რა მიზეზიც არ უნდა იყოს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნიდერლანდების ბაზარი უფრო ღრმა და ლიკვიდური ხდება. ახლა, როცა Brexit-ი რეალობაა, კომპანიები, რომლებიც ლისტინგისთვის ადგილებს განიხილავენ, ალბათ პირველად დასვამენ კითხვას: გაერთიანებული სამეფო თუ კონტინენტური ევროპა? თუ ევროპა, ამსტერდამი უფრო ძლიერი პრეტენდენტი ხდება პარიზის გვერდით, რომელიც ევროკავშირის ბაზრის მარეგულირებელი ESMA- ს სახლია. განიხილება ფრანკფურტიც, როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის სათაო ოფისის სახლი.

არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი ამსტერდამს ევორპის ფინანსური ცენტრის ტიტულისთვის უპირობო ფავორიტს არ ხდის. ფრანკფურტი და პარიზი ასევე სარგებლობენ Brexit-ის გამოწვეული  დინამიკით. Cboe ევროპული დერივატების ბირჟის ამოქმედებას ამსტერდამში 2021 წლის პირველ ნახევარში გეგმავს, მაგრამ ახლა მის ბიზნესში მხოლოდ 100 ადამიანია დასაქმებული. ასევე, ნიდერლანდების კანონი პრემიების მაქსიმუმ 20% -ანი ნიშნულით, კვლავ დაბრკოლებად რჩება ამსტერდამის, როგორც ფინანსური ცენტრის გაფართოებისთვის.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე ახალ საფონდო შეთავაზებებში ამსტერდამის მნიშვნელობა შეიძლება თავისით გაიზარდოს. ევროკავშირის სხვა ფინანსურმა ცენტრებმა სწრაფად უნდა გააკეთონ თავიანთი სვლები. ხოლო გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მსჯელობენ შეამსუბუქონ თუ არა ქვეყანის პოსტ-Brexit-ული ლისტინგ რეჟიმი, დილემა ცხადი ხდება: შეცვალეთ, ან უყურეთ როგორ წავა ბიზნესი სხვაგან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის ჰიუს