LIVE

ე.წ. ჭკვიანი ბეჭდები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება

11 დეკ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 888
ე.წ. ჭკვიანი ბეჭდები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება

ჭკვიანი ბეჭდების პოპულარობა მზარდია. მართალია, დღეს Apple Watch ყველაზე პოპულარული ტარებადი მოწყობილობაა, ხოლო Google-ისა და Samsung-ის სხვა მსგავსი პროდუქტები ასევე დომინირებს ბაზარზე, თუმცა ტრენდი ეტაპობრივად იცვლება.

2015 წელს, (იმავე წელს, როცა Apple-მა წარადგინა თავისი ჭკვიანი საათი) დაიწყო Kickstarter კამპანია, რომელიც Oura-ს ბეჭდის პოპულარიზებას ისახავდა მიზნად. Oura სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება. მეტიც, Kickstarter უკვე პარტნიორობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Gucci, Strava და სხვ.

პანდემიის დროს Oura-ს ბეჭდების (მისი ღირებულებაა 399$) გაყიდვები გაიზარდა და ეს ტრენდი დღესაც გრძელდება. აღსანიშნავია რომ ბეჭედი აკვირდება ადამიანის ძილს და შეუძლია სხეულის ტემპერატურის ცვლილებების აღწერაც. ამასთან, არ აქვს ეკრანი. Oura განიხილება, როგორც ალტერნატიული ტარებადი პატარა მოწყობილობა და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება სპეციალიზებული ჯგუფებისთვის, მათ შორის ფიტნეს ინდუსტრიაში.

გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ზოგადად ე.წ. ჭკვიან საათებსა და სხვა მოწყობილობებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია, რადგან ადამიანებს მეტი ინტერესი აქვთ, თვალყური ადევნონ საკუთარ ნაბიჯებს, სასიცოცხლო სტატისტიკას და სხვა.