LIVE

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

17 ივლ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.40 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5731 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.01 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8909 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 18 ივლისის ჩათვლით იქნება.