LIVE

ჩუღურეთში კერძო სახლების ფასი 1მ²-ზე წლიურად 658 ლარით გაიზარდა

02 აგვ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
ჩუღურეთში კერძო სახლების ფასი 1მ²-ზე წლიურად 658 ლარით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) გასულ წელთან შედარებით 13%-ით მოიმატა. წლიურ ჭრილში ფასები ბინებზე 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2%-ით გაიზარდა.

2023 წლის მეორე კვარტალში, უბნების მიხედვით კერძო სახლები ყველაზე მეტად ჩუღურეთში გაძვირდა, სადაც წლიურ ჭრილში ერთ კვადრატულ მეტრზე ზრდამ 658 ლარი შეადგინა. 500 ლარზე მეტად გაძვირდა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება დიდუბის რაიონში. ფასები უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირდა კრწანისსა და ისანში.

უფრო დეტალურად, მეორე კვარტალში კერძო სახლების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი და წლიური ცვლილება თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:

  • მთაწმინდა - 3 776 ლარი, ზრდა 561₾;
  • ვაკე - 3 674 ლარი, ზრდა 534₾;
  • საბურთალო - 2 811 ლარი, ზრდა 305₾;
  • დიდუბე - 2 628 ლარი, ზრდა 556₾;
  • ჩუღურეთი - 2 622 ლარი, ზრდა 658₾;
  • ისანი - 2 287 ლარი, კლება 100₾;
  • კრწანისი - 2 272 ლარი, კლება 23₾;
  • ნაძალადევი - 2 170 ლარი, ზრდა 332₾;
  • სამგორი - 2 123 ლარი, ზრდა 90₾;
  • გლდანი - 1 955 ლარი, ზრდა 351₾.

რაც შეეხება ბინების სეგმენტს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უბნების რეიტინგი არ შეცვლილა, თუმცა ფასი ყველგან გაიზარდა და ზრდის დიაპაზონი 260-830 ლარის ფარგლებშია. ყველაზე დიდი ზრდა მთაწმინდის რაიონშია, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ბინის ფასმა 828 ლარით მოიმატა. გარეუბნებში წლიურ ჭრილში ბინები ყველაზე მეტად ისნისა და გლდანის რაიონებში გაძვირდა, შესაბამისად 1მ²-ზე ფასმა 337 და 333 ლარით მოიმატა.

ბინების სეგმენტში ფასი და ცვლილება ასეთია:

  • მთაწმინდა - 5 167 ლარი, ზრდა 828₾;
  • ვაკე - 4 404 ლარი, ზრდა 559;
  • კრწანისი - 3 417 ლარი, ზრდა 480;
  • საბურთალო - 3 397ლარი, ზრდა 470;
  • ჩუღურეთი - 3 284 ლარი, ზრდა 428;
  • დიდუბე - 3 131 ლარი, ზრდა 317;
  • ნაძალადევი - 3 006 ლარი, ზრდა 226;
  • ისანი - 2 917 ლარი, ზრდა 337;
  • გლდანი - 2 891 ლარი, ზრდა 333;
  • სამგორი - 2 718 ლარი, ზრდა 267.