LIVE

სასტუმრო „ბახმარო“ აუქციონზე ₾7.5 მილიონად იყიდება

11 დეკ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 288
სასტუმრო „ბახმარო“ აუქციონზე ₾7.5 მილიონად იყიდება

კურორტ ბახმაროში მდებარე სასტუმრო „ბახმარო“ აუქციონზე 7 467 000 ლარად იყიდება. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის საერთო ფართობი 16 450 კვადრატული მეტრია, რომელზეც რამდენიმე შენობა-ნაგებობაა განთავსებული. 

საინვესტიციო პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 7 წლის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უძრავ ქონებაზე, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, მინიმუმ 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. 

ამასთან, მყიდველმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, მინიმუმ 1 493 400 ლარი უნდა გადაიხადოს. 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით კი საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაიფაროს. 

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონი 22 დეკემბერს სრულდება.