LIVE

თურქეთის ეკონომიკა ზრდას ძლიერი ტემპით განაგრძობს

31 მაი 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1318
თურქეთის ეკონომიკა ზრდას ძლიერი ტემპით განაგრძობს

წელს თურქეთის ეკონომიკა ზრდას ძლიერი ტემპით განაგრძობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი მოქალაქეები მდიდრდებიან.

$717 მილიარდიანმა ეკონომიკამ, პირველ კვარტალში, ბევრად გადააჭარბა დიდი ოცეულის ქვეყნების პერფორმანსს, ჩინეთის გარდა. ამას ხელი შეუწყო ძლიერმა მოხმარებამ საკრედიტო ბიძგების ფონზე და გაფართოებამ, რომელიც ვალუტისა და ფასების სტაბილურობის ხარჯზე მოხდა.

Bloomberg-ის გამოკითხვების მიხედვით, როგორც ჩანს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6.3%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო 1.3%-ით მეოთხე კვარტალთან შედარებით. ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ლუთფი ელვანმა განაცხადა, რომ ”მონაცემები პირველ კვარტალში 6%-იან ზრდაზე მიუთითებს”.

სტამბოლის Tera Yatirim-ის მთავარი ეკონომისტის, ენვერ ერკანის თქმით, თურქეთის ეკონომიკური ზრდის მონაცემებში გაცვლითი კურსის ილუზიაა. იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარის ოდენობით 2013 წლიდან თითქმის 40%-ით დაეცა და გასულ წელს $7,700 შეადგინა. ერკანი ამბობს, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი ეკონომიკური მოდელი არ არის მდგრადი, რადგან ეს ზრდა ძირითადად გამოწვეულია მოხმარებით, რომელსაც მხარს უჭერს სახელმწიფო ხარჯები და სესხები.

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 8.1% შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაგან კოჩი