LIVE

ფოტოები: წყალდიდობა დასავლეთ ევროპაში

16 ივლ 202123:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1866
ფოტოები: წყალდიდობა დასავლეთ ევროპაში
Rhein-Erft-Kreis/Cologne District Government/AP Photo

დასავლეთ ევროპაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხი იზრდება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გერმანიასა და ბელგიაში მინიმუმ 120 ადამიანი გარდაცვლილი, 1300-ზე მეტი კი დაკარგულია. 

მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას გერმანიაში სულ მცირე 100, ხოლო ბელგიაში 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

წყალდიდობამ ასევე მოიცვა ნიდერლანდები, შვეიცარია და ლუქსემბურგი, თუმცა ამ ქვეყნებიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

Bloomberg-ი წყალდიდობისა და მისი შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. 

ბელგიის ქალაქი ლიეჟი

ბელგიის ქალაქი ვერვიე

ლიმბურგის პროვინცია

ნიდერლანდები

დასავლეთ გერმანია

შულდი, გერმანია

ლიეჟი, ბელგია

როშფორტი, ბელგია

დასავლეთ ევროპაში წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. გერმანიასა და ბელგიაში პოლიტიკოსები მომხდარს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

ექსპერტები განმარტავენ, რომ კლიმატის ცვლილება, სავარაუდოდ, ზრდის სტიქიური მოვლენების სიხშირეს, თუმცა ცალკეული შემთხვევის გლობალური დათბობასთან დაკავშირება რთულია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: აქშათ რათი და ჯულიუს დომინი