LIVE

საქართველო ღვინის წარმოებით მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

11 აგვ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1629
საქართველო ღვინის წარმოებით მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

საქართველო წელიწადში საშუალოდ 108 600 ტონა ღვინოს აწარმოებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 22-ე ადგილზეა. atlasbig.com-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 29 105 341 ტონა ღვინო იწარმოება და 4 796 600 ტონით პირველ ადგილზე იტალიაა. 4 607 850 ტონით მეორე ესპანეთია, ხოლო საფრანგეთს 4 293 466 ტონით მესამე ადგილი უკავია. ხუთეულშია აშშ (3 300 000 ტონა) და ჩინეთი (1 700 000 ტონა).

Organisation of Vine and Wine-ის 2020 წლის მონაცემებით, იტალიის წილი ღვინის მსოფლიო წარმოებაში 18,3%-ს, საფრანგეთის 17%-ს, ხოლო ესპანეთის 14%-ს შეადგენს. ყველაზე მეტ ღვინოს აშშ მოიხმარს (მსოფლიო მოხმარების 14% ) 11.2 %-ით მეორე საფრანგეთია, ხოლო 9,1%-ით მესამე ადგილზე იტალიაა.

2019 წელს ღვინის იმპორტმა მსოფლიოში $36.9 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ $35.8 მილიარდი შეადგინა. ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი 2019 წელს $10.9 მილიარდით საფრანგეთი იყო, ხოლო იმპორტიორი $6.4 მილიარდით აშშ.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში ღვინის ექსპორტიდან საქართველომ $125 მილიონის შემოსავალი მიიღო.