LIVE

აშშ-ში Covid-19-მა 3 ლეოპარდი იმსხვერპლა

15 ნოე 202118:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 820
აშშ-ში Covid-19-მა 3 ლეოპარდი იმსხვერპლა

ნებრასკაში, ლინკოლნის ბავშვთა ზოოპარკში, გართულებულმა COVID-19-მა სამი თოვლის ლეოპარდი - რენი, ევერესტი და მაკალუ იმსხვერპლა.

ლეოპარდებთან ერთად, გასულ თვეს კორონავირუსის წინააღმდეგ ზოოპარკი ორ სუმატრულ ვეფხვს მკურნალობდა. ვეფხვები უკვე გამოჯანმრთელდნენ.

ზოოპარკი ღიაა საზოგადოებისთვის. ადმინისტრაციის განცხადებით, პარკი COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მუშაობას  სიფრთხილის ზომების დაცვით აგრძელებს. 

ცხოველებში გავრცელებულ Covid-19-ს აშშ-ის არაერთი ზოოპარკი ებრძვის. მათ შორისაა სენტ-ლუისა და დენვერის ზოოპარკები. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია