LIVE

რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ CV-ის შექმნის დროს

04 თებ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 536
რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ CV-ის შექმნის დროს
Bloomberg

ახალი კვლევის თანახმად, სამუშაო განაცხადებისთვის გაგზავნილი ყოველი სამი CV მინიმუმ ერთ ორთოგრაფიულ შეცდომას შეიცავს.

დასაქმების პლატფორმა Adzuna-მ თითქმის 150,000 რეზიუმე შეისწავლა, რამაც გამოავლინა, რომ სამში ერთ რეზიუმეში 5 ან მეტი მართლწერის შეცდომა ფიქსირდება. 5,000-ზე მეტ რეზიუმეში კი, რომელიც Adzuna-მ გაანალიზა, 20 ან მეტი შეცდომა დაფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, რეზიუმეებში სამი ყველაზე ხშირად შეცდომით დაწერილი სიტყვა ორგანიზაცია, მოდელირება და ქცევა იყო. ტოპ 10-ში შევიდნენ სიტყვები: განსჯა, გადაცემადი, შრომა და აღჭურვილობა.

გავრცელებულ შეცდომებს შორის იყო დასაქმების ისტორიაში ხარვეზები, არასწორი ელ. ფოსტის მისამართები ან რეზიუმეები, რომლებიც ზედმეტად მოკლე ან ზედმეტად გრძელი იყო.

Adzuna-ს თანადამფუძნებლის, ენდრიუ ჰანტერსეიდის მიხედვით, ცუდად შევსებული CV-ები შესაძლოა დაბრკოლებას წარმოადგენდეს სამუშაოს მაძიებლებისთვის.

"CV-ის გაგზავნა, როგორც წესი, პირველი ნაბიჯია პროცესში და შთაბეჭდილების მოხდენის პირველი შანსი. ორთოგრაფიული შეცდომები ან გამოტოვებული ინფორმაციები დოკუმენტებში ხშირად იწვევს სამუშაოს მაძიებლისთვის პირველ დაბრკოლებას",- განაცხადა ჰანტერსეიდმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია