LIVE

საქართველოში იმპორტირებული ზეთის 90%-ზე მეტი რუსულია

10 მარ 202216:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1110
საქართველოში იმპორტირებული ზეთის 90%-ზე მეტი რუსულია

მიმდინარე წლის იანვარში იმპორტირებული ზეთის 91% ($1.4 მილიონი / 931 ტონა) საქართველომ რუსეთში შეიძინა.

ზეთის მეორე მსხვილი მომწოდებელი უკრაინაა ($135 ათასი / 95 ტონა). სულ 2021 წილის იანვარში საქართველომ 1 027 ტონა მზესუმზირის ზეთის იმპორტში $1.5 მილიონი გადაიხადა.

2021 წელს საქართველოს 32.6 ათასი ტონა ზეთის იმპორტი $48.3 მილიონი დაუჯდა. „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს TOP-3 იმპორტიორი შემდეგი ქვეყნები იყვნენ:

  • რუსეთი - $41.6 მილიონი / 28.3 ათასი ტონა
  • უკრაინა - $2.4 მილიონი / 1 532 ტონა
  • აზერბაიჯანი - $3.7 მილიონი / 2 398 ტონა

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ზეთზე, შაქარზე, ფქვილზე და მარილზე ბოლო დღეებში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზეთის იმპორტისგან განსხვავებით, საქართველოში შაქრის იმპორტი ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე. რუსეთსა და უკრაინაზე საქართველოში იმპორტირებული შაქრის 1%-ზე ნაკლები მოდის

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში პროდუქტების საკმარისი მარაგებია. მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკური შესყიდვებისგან თავი შეიკავონ.