LIVE

აიათოლა ხამენეი ბირთვულ შეთანხმების აღდგენის ნაბიჯს აშშ-სგან ელის

08 თებ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
აიათოლა ხამენეი ბირთვულ შეთანხმების აღდგენის ნაბიჯს აშშ-სგან ელის
Anadolu Agency

ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მ უნდა მოხსნას ყველა სანქცია, ვიდრე ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ბირთვული სამუშაოების შეჩერებასა და შეთანხმების აღდგენას. მისი თქმით, ”მას შემდეგ, რაც სანქციები მოიხსნება პრაქტიკაში და არა სიტყვებით და ქაღალდზე“, ირანი დაუბრუნდება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას. „ეს არის ისლამური რესპუბლიკის გაცხადებული პოლიტიკა“ და ამას ქვეყნის ყველა ოფიციალური წარმომადგენელი ეთანხმება, აცხადებს ირანის ლიდერი.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, შეამსუბუქოს ირანის ეკონომიკური სირთულეები ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის გარეშე, რასაც, სავარაუდოდ, ვაშინგტონში დიდი პოლიტიკური წინააღმდეგობა ელოდება. ირანი იმუქრება, რომ შეაჩერებს შესაბამისობას საერთაშორისო ბირთვულ ინსპექციებთან, თუ სანქციები არ მოიხსნება მომდევნო სამი კვირის განმავლობაში.

აიათოლას პოზიციას იზიარებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, რომელმაც მოლაპარაკების განახლებაზე უარი თქვა და აშშ-სგან მოითხოვა, შეთანხმებაში დაბრუნების შემთხვევაში ირანს მისცეს გარანტია, რომ შეთანხმებას მეორედ არ დატოვებს.

თუმცა, ირანისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხისთვის აღებაზე თანხმობის და პანდემიასთან ბრძოლისთვის დახმარების მიღება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება. აშშ ამტკიცებს, რომ ირანი პირველ რიგში უნდა დაუბრუნდეს  ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას.

ბაიდენმა კვირას CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ არ მოხსნის სანქციებს, ვიდრე  ირანი ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს, თუმცა გამდიდრების სრული აკრძალვა ბირთვული შეთანხმების ნაწილი არ არის. ბაიდენმა ადრეც მოუწოდა ირანს, დააბრუნოს ურანის გამდიდრების ღონისძიებები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ლიმიტებს.

ხამენეის განცხადება არის ყველაძე ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ ირანი არ აპირებს არანაირი ნაბიჯის გადადგმას, სანამ  აშშ არ შეცვლის ტრამპის პოლიტიკას ბირთვული საქმიანობის კურსის შეცვლამდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გოლნარ მოტევალი